Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით

20-21 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ეგიდით მართავს მესამე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში "ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში - ფოკუსით სახელმწიფო ენის სწავლებასა და ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე“., რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში. წელს კონფერენციის ფოკუსი იქნება სახელმწიფო ენების სწავლება და ეთნიკური უმცირესობების განათლება, რაც წარმოადგენს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების ერთერთ ქვაკუთხედს. კონფერენციის მიზანია გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები, რათა დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.   

 

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს.

 

ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და  ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისა და სასკოლო პროექტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური ნორმების ზეგავლენაზე.

 

კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

 

კონფერენცია ჩატარდება 20-21 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ახალციხეში. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა  უნდა წარმოადგინონ თეზისები, სტუდენტებმა ესეები. თეზისების, სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 10 ივლისი.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia, www.sjuni.edu.ge

ვერბგვერდებზე განთავსებული იქნება ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს,

თეზისების შერჩევის, სტუდენტური კონკურსის, სასკოლო პროექტებისა და კონფერენციის დეტალური პროგრამის შესახებ.

 

შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ: 

ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა: njokhadze@unicef.org და

ანასტასია მშვიდობაძეს, ელფოსტა:  amshvidobadze@unicef.org

ასევე იხილეთ ბმული.  ბმული 2.