Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის კონფერენცია თსუ-ში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა I ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები იყვნენ.

მონაწილეებს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მიესალმა თსუ პროფესორი თეიმურაზ პაპასკირი. ორდღიან კონფერენციაზე სტუდენტებმა მრავალფეროვანი მოხსენებები წარმოადგინეს, მათ შორის, „ოლივერ კრომველის ნაკლებად ცნობილი დიპლომატიური მისიები – რუსეთი და ოსმალეთი“; „ნაპოლეონ ბონაპარტი და 1803 წლის 19 თებერვლის მედიაციის აქტი“; „ბისმარკის გადადგომის გარემოებები“.