ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 25 მაისს გამართავენ ცნობილი ქართველი ამერიკისმცოდნეების, პროფ. ვასილ კაჭარავასა და პროფ. თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას. სტუდენტური კონფერენცია ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ნაწილია, რომელიც 23-25 მაისს ტარდება და რომლის თემაა „ამერიკა: როგორ ვხედავთ მას გარედან“.
კონფერენციის თემატიკა
მოიცავს ამერიკისმცოდნეობის მულტი და ინტერდისციპლინურ საკითხებს, მათ შორის, ისტორიას, პოლიტიკას, სოციალურ საკითხებს, ეკონომიკას, ლიტერატურას, კულტურას და სხვ.
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25 მაისი, 2024 წელი
თეზისების მიღების ვადა: 7 მაისი, 2024
სავალდებულოა სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე „ამერიკა: როგორ ვხედავთ მას გარედან“, რომელიც პროფ. ვასილ კაჭარავასა და პროფ. თემურ კობახიძის ხსოვნას ეძღვნება.
საკონტაქტო პირი:
ამერიკისმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი ნინო დონაძე. თსუ, კორპ. 2, ოთახი 152, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: nino.donadze032@hum.tsu.edu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.
სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)
ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.