Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აერონავტიკისა და ტექნოლოგიების ფესტივალი - ტექნოფესტი 2026

2026 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, თურქეთის ქალაქ შანლიურფაში (Şanlıurfa), ტარდება აერონავტიკისა და ტექნოლოგიების ფესტივალი. "ტექნოფესტი 2026/Teknofest 2026" იმართება თურქეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა და თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის ფონდის ხელმძღვანელობით.

 

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და ინჟინრებს, ასევე ტექნოლოგიურ გუნდებსა და სტარტაპებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ტექნოლოგიური კონკურსების სხვადასხვა კატეგორიაში.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ კონკურსებში განაცხადების მიღება გრძელდება 2026 წლის 20 თებერვლამდე. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე www.teknofest.org.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია დანართის სახით, ასევე კონკურსებში მონაწილეობის განაცხადის გზამკვლევი.