DataFest Tbilisi და მედიალაბი, საქართველოს ბანკთან და "გრანთ თორნთონთან" პარტნიორობით, გიწვევენ Data Science Tbilisi-ის მორიგ "მითაფზე" - მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში.
შეხვედრის მიზანია, მსმენელებს გააცნოს მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მარკეტინგში, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მითაფის დამსწრეები შეიტყობენ, თუ როგორ შეუძლიათ გაზარდონ კომპანიის მომგებიანობა თანამედროვე მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების ხელსაწყოების გამოყენებით, აგრეთვე – როგორ დანერგონ და მოიპოვონ ბიზნესის შესახებ სათანადო მონაცემები.
სპიკერის შესახებ: ქეთი მეფარიშვილი არის მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონული მენეჯერი, ევროკავშირისა და GIZ- ის ლოკალური ექსპერტი დიჯიტალიზაციაში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში.
შეხვედრა გაიმართება 25 ივლისს, 20:00 საათზე, ჰიბრიდულ რეჟიმში (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და მედიალაბის შენობაში: ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18; მე-13 სართული).
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.