თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა “Take Me To Amazonas” გაიხსნა. მის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ირაკლი ბაღაშვილის ნამუშევრებს გასცნობოდა, რომელმაც 2022 წელს სამხრეთ ამერიკაში (კოლუმბია, პერუ, ბრაზილია) ამაზონის დაბლობში იმოგზაურა და ეს მოგზაურობა ფოტოებზე აღბეჭდა. ფოტოპროექტი თსუ სტუდენტური პროექტების ერთ-ერთი გამარჯვებულია.
,,ფოტოპროექტზე “Take Me To Amazonas” ამაზონის დაბლობში მოგზაურობის პერიოდში ვმუშაობდი 2022 წლის შემოდგომაზე. მის ფარგლებში შევქმენი იგივე სახელწოდების ფოტოწიგნი, რომელიც მეტწილად მოიცავს ადგილობრივების ცხოვრების თავისებურებების ამსახველ ფოტომასალას და ეგზოტიკურ პეიზაჟებს. გამოფენისთვის წიგნიდან შევარჩიე 4 ამბავი, რომელიც ჩემში ყველაზე დიდ ემოციას იწვევს და ამასთან კარგად ასახავს ამაზონურ ცხოვრებას",- განმარტავს თორნიკე.
გამოფენა გაგრძელდება 6 ივნისამდე.