Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი ინსპექორის სამსახურმა ჩაატარა საჯარო შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ეროვნული შეჯიბრის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ ფარგლებში.

ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ სტუდენტებისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სიმულაციას. პროექტის მიზანია მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა, სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

შეჯიბრის წესების სანახავად იხილეთ ბმული.