Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Resolution
Date
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კავკასიოლოგია
ცირა ბარამიძე – სრული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
თემურ გვანცელაძე - სრული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
რუსუდამ ჯანაშია – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ მოწვეული პროფესორი

 

კლასიკური ფილოლოგია, ახალი ბერძნული ფილოლოგია
რისმაგ გორდეზიანი –  სრული პროფესორი
ირინე დარჩია – ასოცირებული პროფესორი
ალექსანდრე კოტრანისი – საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორი

 

ლიტერატურის თეორია
ირმა რატიანი – სრული პროფესორი
მაია მირესაშვილი – სოხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი

 

ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლიტერატურა)
სიბილა გელაძე – ასოცირებული პროფესორი
გიორგი ეკიზაშვილი – ლიტერატორი, მთარგმნელი, მოწვეული ლექტორი
ჟოელ ბასტენერი – ალექსანდრე დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი

 

იტალიური ფილოლოგია
ლია ლორია – ასოცირებული პროფესორი
მარია როზალია კორადო – საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომელი

 

აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა)
ნანა ფურცელაძე – სრული პროფესორი
დარეჯან გარდავაძე – ასოცირებული პროფესორი

 

აღმოსავლეთმცოდნეობა (ირანისტიკა)
ნომადი ბართაია – ასოცირებული პროფესორი
ჯემშიდ გიუნაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი
ქეთევან მეგრელიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ენების ცენტრის მასწავლებელი

 

ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანმცოდნეობა
თამარ ვეფხვაძე – ფილოლოგიის დოქტორი, თეატრალური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ოთრ ბაქანიძე – ასოცირებული პროფესორი

 

ისტორიის მიმართულება (ამერიკისმცოდნეობა)
ელენე მეძმარიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
თემურ პაპასქირი – ასოცირებული პროფესორი
სინტია უიტსლი – საქართველოში აშშ–ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
ედუარდ რაუპი – საქართველოს უნივერსიტეტის პრორექტორი
ტიმ ბლაუველტი – ამერიკის საბჭოების დირექტორი

 

განათლების მეცნიერებები

ქეთევან ჭკუასელი – სრული პროფესორი
ეთერ ღვინერია – ასოცირებული პროფესორი
შალვა ტაბატაძე – აშშ კენტის უნივერსიტეტის მაგისტრი განათლების პოლიტიკაში, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 144

პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ 

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა –   სახვითი ხელოვნება (დანართი N1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა გაერთიანებული კრების წარდგინება.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 143

2008-2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამები


 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

კომპიუტერული მეცნიერება

1. კომპიუტერული მეცნიერება. ხელმძღვანელი პროფ. გია სირბილაძე.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი. ადგილი– 4.

 

მათემატიკა

2. გამოთვლითი მათემატიკა და მათემატიკური მოდელირება. ხელმძღვანელები: პროფ. დავით გორდეზიანი, ასოც. პროფესორი ჯემალ როგავა. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი. ადგილი – 2.
3. ფურიეს ანალიზი. ხელმძღვანელები: პროფესორი უშანგ გოგინავა, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ახობაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი.  ადგილი – 2.


ფიზიკა

4. სპინის ფიზიკა ANKE/COSY ექსპერიმენტში. ხელმძღვანელები: პროფ. მიხეილ ნიორაძე, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, მირიან ტაბიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქტორი. ადგილი – 4.
5. გამოყენებითი ელექტროდინამიკის ამოცანების კომპიუტერული მოდელირება. ხელმძღვანელი, პროფ. რევაზ ზარიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქტორი ან კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი. ადგილი – 3.
6. დინამიური ქაოსი. ხელმძღვანელები: პროფესორი არჩილ უგულავა, ასოცირებული პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქტორი. ადგილი – 1-3

 

ქიმია

7. ახალი სტრუქტურების მქონე ორგანულ ნაერთთა სინთეზის მეთოდების დამუ­შა­ვება, მიღება და გამოკვლევა. ხელმძღვანელი პროფ. შოთა სამსონია. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი. ადგილი – 1-4 
8. ახალი კომპლექსური თვისებების მქონე ორგანულ-არაორგანული პოლიმე­რე­ბის სინ­თეზი და კვლევა და კომპოზიციური მასალები მათ ბაზაზე. ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ომარ მუკბანიანი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი. ადგილი – 1-3.
9. კოლოიდური ქიმია. ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. მარინა რუხაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი. ადგი­ლი – 2.
10. სამედიცინო და ბიოტექნოლოგიური დანიშნულების ბიოორგანულ ნაერთთა კვლევა. ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. რამაზ გახოკიძე (თსუ), ასოც. პროფ. ლალი ტაბატაძე (სოხუმის უნივერსიტეტი). მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი. ადგილი – 4.
11. ფიზიკური ქიმია. ხელმძღვანელი, პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი. ადგილი – 3-4.


ბიოლოგია

12. ნეირობიოლოგია/ქცევის ნეირომეცნიერება. ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ნანული დო­რე­უ­ლი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი (ნეირობიო­ლოგია/ქცევის ნეირომეცნიერება). ადგი­ლი – 3. 
13. ბიომრავალფეროვნება: ეკოლოგია და ისტორიული ბიოგეოგრაფია. ხელმძღვანელი, პროფ. არნოლდ გეგეჭკორი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი (ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია).  ადგი­ლი – 2.
14. გენომის ფუნქციონირება. ხელმძღვანელები : პროფ. თეიმურაზ ლეჟავა, ასოც. პროფ. თინა ჯოხაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დოქტორი გენეტიკაში. 
15. იმუნოლოგია და იმუნოტექნოლოგია. ხელმძღვანელი, პროფ. ნინო ფორაქიშვი­ლი. თანახელმძღვანელი: ბ.მ.დ., ნინა კულიკოვა. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი (იმუნოლოგია). ადგი­ლი – 3.
16. ბიოქიმია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია. ხელმძღვანელები, ასოც. პროფ. მანანა გორ­დეზიანი, ასოც. პროფ. ნანა კოშორიძე, ასოც. პროფ. დავით გამრეკელი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი. (ბიოქიმია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია) ადგი­ლი – 6. 

 

გეოგრაფია

17. გეომორფოლოგია და გეოეკოლოგია. ხელმძღვანელი პროფ. რამინ გობეჯიშვილი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (გეომორფოლოგია, გეოეკოლოგია). 
18. რეგიონულო გეოგრაფია, კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა და ლანდშაფტური და­გეგ­მარება. კოორდინატორი, პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი, ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. თენგიზ გორდეზიანი, ასოც. პროფ. დალი ნიკოლაიშვილი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (გეოგრაფია და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა). 
19. წყლის რესურსებისა და ეროზიული პროცესების ინტეგრირებული მართვა.  ხელმ­ძღვანელები: პროფ. დავით კერესელიძე, ასოც. პროფ. ლია მაჭავარიანი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი. ადგი­ლი – 3.
20. ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგების ეკოლოგია, გარემოს დაცვა. ხელმძღვანელები: პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე, პროფესორი მელორ ალფენიძე (სსიპ –სოხუმის უნივერსიტეტი), ასოც. პროფ. ბესო კალანდაძე (თსუ). მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგების ეკოლოგია, გარემოს დაცვა). ადგილი – 2.

 

გეოლოგია

21. პეტროლოგია, ვულკანოლოგია. ხელმძღვანელი, პროფესორი ბეჟან თუთბერიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოლოგიის დოქტორი. ადგი­ლი – 3.  

 

ინტერდისციპლინური

22. მოლეკულური მედიცინა. ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე. თანახელმძღვანელები: პროფ. თემურ ჩიგოგიძე, ასოც. პროფ. ნანა კოტრიკაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი (მოლეკულური მედიცინა). მედიცინის დოქტორი (მოლეკულური მედიცინა). ადგილი – 2-4.


          ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

 

ფიზიკა

1. კოსმოგენური იზოტოპები 14C და 10Be, როგორც მზისა და დედამიწის მახლო­ბე­ლი კოსმოსის შესწავლის ინსტრუმენტი. ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფ. სიმონ წერეთელი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქტორი. ადგილი – 1.


მათემატიკა

2. კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტო­ლე­ბე­ბი და მათი გამოყენებები უწყვეტ გარემოთა მექანიკაში. ხელმძღვანელები: პროფ. გიორგი ჯაიანი (თსუ, ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მა­თე­მატიკის ინსტიტუტი), პროფ. რობერტ გილბერტი (დელავერის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მათემატიკურ მეცნიერებათა დეპარ­ტა­მენტი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გამოყენებითი მათემატიკის დოქტორი. ადგილი – 2.


ქიმია

3. უჯერი ციკლური ფრაგმენტების შემცველი სილიციუმორგანული ოლიგო­მე­რე­ბის სინთეზი, კვლევა და კომპოზიციები მათ ბაზაზე. ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ომარ მუკბანიანი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი ადგილი – 1.
4. 2- და 5-არილინდოლების ახალი ნაწარმების სინთეზი და გამოკვლევა. ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. იოსებ ჩიკვაიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი ადგილი – 1.
5. ინდოლის, ბენზოქსაზოლისა და ბენზიმიდაზოლის ბირთვების შემცველი ახალი ჰიდრაზონების სინთეზი და გარდაქმნა პირიდაზინოინდოლის ახალი ნაწარმების სინთე­ზის მიზნით. ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. იოსებ ჩიკვაიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი ადგილი – 1.
6. სინთეზური გამოკვლევები დიპიროლონაფთალინების სფეროში. ხელმძღვანელი, პროფ. შოთა სამსონია. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ტრაპაიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი ადგილი – 1.


ბიოლოგია

7. მიკროორგანიზმების დესტრუქციული აქტივობის რეგულაცია. ხელმძღვანელი, ასო­ცი­რე­ბული პროფ. მანანა გორდეზიანი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი. ადგილი – 1.

 

გეოგრაფია

8. გამოყენებითი მეტეოროლოგია. ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. არჩილ ხანთაძე, გეო­გრაფიის დოქტორი, ლამზირა ლაღიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი.
9. წყალდიდობებისა და დატბორვის რისკების შეფასება და მართვა. ხელმ­ძღვა­ნე­ლი, პროფ. დავით კერესელიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი.


ჰუმანიტარული ფაკულტეტი

 

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

1. ქართული ლიტერატურა – თანამედროვე კვლევები კოორდინატორები: პროფესორი. ე. ხინთიბიძე, პროფესორი ი. რატიანი
2. ქართველური ენათმეცნიერება -  ხელმძღვანელი პროფესორი დ. მელიქიშვილი
3. ქართული ბიბლიის ფილოლოგია – ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი. ა. ხარანაული
4. თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება - ხელმძღვანელი პროფესორი ე. მელიქიშვილი
5. კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა – კოორდინატორი: პროფესორი რ. გორდეზიანი
6. ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია – ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ს. შამანიდი, ასოცირებული პროფესორი თ. დოლიძე
7. ფრანგული ფილოლოგია – კოორდინატორი პროფესორი ი. ფხაკაძე
8. გერმანული ფილოლოგია – პროფესორი ლ. ქეცბა-ხუნდაძე
9. თურქული ფილოლოგია –  პროფესორი მ. ჯიქია
10. საქართველოს ისტორია – ხელმძღვანელი პროფესორი ვ. კიკნაძე
11. კავკასიოლოგია ა) იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება ბ) კავკასიის ხალხთა ისტორია – ხელმძღვანელი პროფესორები ც. ბარამიძე, თ. გვანცელაძე
12. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია – ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თ. პაპასქირი
13. არქეოლოგია – ხელმძღვანელები ასოცირებული პროფესორები ვ. ლიჩელი, ზ.კვიციანი
14. ანთროპოლოგია- კოორდინატორი: პროფესორი ქ. ხუციშვილი
15. ხელოვნების ისტორია და თეორია- კოორდინატორი პროფესორი ზ. სხირტლაძე,
16. კულტურის მეცნიერებები - ხელმძღვანელი პროფესორი ნ. ჩიქოვანი
17. განათლების მეცნიერებები – კოორდინატორი პროფესორი ქ. ჭკუასელი
18. ბიოეთიკა – ხელმძღვანელები ასოცირებული პროფესორი ა. ზაქარიაძე; პროფესორი მედიცინის დოქტორი პ. იმნაძე
 

ინდივიდუალური სადოქტორო   პროგრამები :

 

1. ქართული ლიტერატურა – ხელმძღვანელი პროფესორი ე. ხინთიბიძე
2. ქართველური ენათმეცნიერება ხელმძღვანელი პროფესორი დ. მელიქიშვილი
3. ქართული ბიბლიის ფილოლოგია – ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ა. ხარანაული
4. ლიტერატურის თეორია (ზოგადი და კომპარატივისტული კვლევები) – ხელმძღვანელი პროფესორი ი. რატიანი
5. ორიენტალისტიკა – კოორდინატორი პროფესორი  ა. სილაგაძე
6. ებრაულ-არამეული ფილოლოგია – ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ. ჩაჩიბაია
7. რუსული და სლავური ენები - ხელმძღვანელი პროფესორი  ნ. ჭოხონელიძე
8. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება – ხელმძღვანელები პროფესორები ც. ბარამიძე, თ. გვანცელაძე
9. თარგმანთმცოდნეობა (ქართული კლასიკური ლიტერატურის სხვაენოვანი თარგმანების ანალიზი)–  კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი ო. ბაქანიძე ხელმძღვანელი გ. წიბახაშვილი
10. საქართველოს ისტორია – ხელმძღვანელი პროფესორი ვ. კიკნაძე
11. ძველი მსოფლიოს ისტორია - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მ. მშვილდაძე
12. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია – ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თ. პაპასქირი
13. არქეოლოგია - ხელმძღვანელი პროფესორი გ. გრიგოლია
14. ეთნოლოგია – ხელმძღვანელი პროფესორი ქ. ხუციშვილი
15. ხელოვნების ისტორია და თეორია- კოორდინატორი პროფესორი ზ. სხირტლაძე
16. ლოგიკა და ენის ფილოსოფია - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლ. მჭედლიშვილი
17. სოციალური ფილოსოფია - ხელმძღვანელი პროფესორი კ. კაციტაძე
18. განათლების მეცნიერებები –ხელმძღვანელი პროფესორი ქ. ჭკუასელი
 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

1. ბიზნესის ადმინისტრირება – მისანიჭებელი ხარისხი – ფილოსოფიის დოქტორი ბიზნესის ადმინისტრირებაში – ხელმძ. სრული პროფესორი ნ. თოდუა, ასოცირებული პროფესორი გ. თუთბერიძე
2. ეკონომიკა – მისანიჭებელი ხარისხი – ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფ. რ. გველესიანი
3. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები – მისანიჭებელი ხარისხი – ფილოსოფიის დოქტორი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში – ხელმძ. ასოცირებული პროფესორი ლ. ყორღანაშვილი


ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

 

1. ფინანსები და საბანკო საქმე (ფილოსოფიის დოქტორი ფინანსებსა და საბანკო სამქეში), ხელმძღვანელი სრული პროფესორი ი. კოვზანაძე
2. ბუღალტრული აღრიცხვა _ (ფილოსოფიის დოქტორი ბუღალტრულ აღრიცხვაში) – ხელმძღვანელი სრული პროფესორი ე. ხარაბაძე
3. მარკეტინგი – (ფილოსოფიის დოქტორი მარკეტინგში) ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნ. თოდუა
4. საერთაშორისო ბიზნესი – ფილოსოფიის დოქტორი საერთაშორისო ბიზნესში) ხელმძ. სოცირებული პროფესორი თ. შენგელია
5. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი _ მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ფილოსოფიის დოქტორი ტურიზმსა და მასპინძლობის მენეჯმენტში_  ხელმძღვანელი ასოცირებული პროფ. მ. მარგველაშვილი
6. ზოგადი მენეჯმენტი – მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ფილოსოფიის დოქტორი მენეჯმენტში – ხელმძღვანელი სრული პროფ. გ. ღაღანიძე
7. ეკონომიკური თეორია – მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი -ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში -  ხელმძღვანელი სრული პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
8. ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა – ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფესორი ს. გელაშვილი
9. შრომის ეკონომიკა – მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფესორი მ. ტუხაშვილი
10. ეკონომიკური პოლიტიკა - მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფესორი რ. გველესიანი
11. მაკროეკონომიკა -  მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი -  ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნ.ხადური
12. აგრარული ეკონომიკა – მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფესორი ე. ხარაიშვილი
13. მსოფლიო ეკონომიკა – მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ლ.ყორღანაშვილი
14. ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა – მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკაში – ხელმძღვანელი სრული პროფესორი ი. ანანიაშვილი
 

  მედიცინის ფაკულტეტი

 

ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

 

1. ნევროლოგია

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი რომან შაქარიშვილი      

 

2. პედიატრია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –   მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: მედიცინის დოქტორი ქეთევან ბარაბაძე

 

3. დერმატოვენეროლოგია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:  პროფესორი გიორგი გალდავა

 

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

1. ოფთალმოლოგია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:
პროფესორი მიხეილ ომიაძე;

 

2. ენდოკრინოლოგია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი ელენე გიორგაძე;

 

3. კარდიოლოგია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – 
მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ზურაბ ფაღავა;

 

4. ფსიქიატრია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ნანეიშვილი

 

5. უჯრედთა, ქსოვილთა და ორგანოთა ტრანსპლანტაცია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი დიმიტრი კორძაია;

 

6. ეპიდემიოლოგია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი პაატა იმნაძე;

 

7. პედიატრია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი რუსუდან ქარსელაძე

 

8. პირდაპირი და არაპირდაპირი წესით დამზადებული ვინირების პაროდონტის ქსოვილებზე ზეგავლენის კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურებების შესწავლა


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი;

 

9. მოლეკულერი მედიცინა (ინტერდისციპლინარული);


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ლაურ მანაგაძე;

 

10. ბიოეთიკა (ინტერდისციპლინარული);


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი –  მედიცინის დოქტორი
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:   პროფესორი პაატა იმნაძე;

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

 

1. ჟურნალისტიკა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მარინე ვეკუა. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი  - ჟურნალისტიკის დოქტორი
2. პოლიტიკი ს მეცნიერება – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – პოლიტიკის მენციერების დოქტორი
3. ფსიქოლოგია – კოორდინატორები: ასოცირებული პროფესორი ნანა სუმბაძე, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი თამარ გაგოშიძე, პროფესორი ნინო ჯავახიშვილი, პროფესორი გუგული მაღრაძე, ასოცირებული პროფესორი ია კუტალაძე, პროფესორი შალვა აბზიანიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფსიქოლოგიის დოქტორი
4. საზოგადოებრივი გეოგრაფია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ სალუქვაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი.
5. სოციოლოგია - სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:  პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – სოციოლოგიის დოქტორი.
 

 

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

1. ჟურნალისტიკა - სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მარინე ვეკუა. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი  - ჟურნალისტიკის დოქტორი.
2. პოლიტიკური მეცნიერება - სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – პოლიტიკის მენციერების დოქტორი.
3. საზოგადოებრივი გეოგრაფია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ სალუქვაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი.
4. კონფლიქტების ანალიზი და მართვა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:  პროფესორი გუგული მაღრაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – კონფლიქტების ანალიზის და მართვის დოქტორი
5. საერთაშორისო ურთიერთობები – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ალექსანდრე რონდელი. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი
6. ორგანიზაციი ს ფსიქოლოგია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ია კუტალაძე. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ორგანიზაციის ფსიქოლოგიის დოქტორი.
 

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 142

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,

 

1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს სამდივნომ.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 141

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
25.06.2010, №72/2010 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ჟ“ პუნქტის შესაბამისად,


1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს სამდივნომ.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


დანართი  №1

 

დამტკიცებულია თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომა №15, 03.10.2008)

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი – კახაბერ ლორია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესი

 

მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
3. ,აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით. (25.06.2010, №72/2010)

 

მუხლი 2. საარჩევნო კომისია და მისი უფლებამოსილება
1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
5. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპოდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთაA ნახევარზე მეტი.

 

მუსლი 3. ინტერესთა შეუთავსებლობა
საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, აგრეთვე, მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.

 

მუხლი 4. არჩევნების ჩატარება
1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრსა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
2. აკადემიურ საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რაც დადგენილია რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ფაკულტეტისათვის.
3. აკადემიური საბჭო ცნობს არჩეული წევრის უფლებამოსილებას.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.

 

მუხლი 5. არჩევნების ორგანიზება და ჩატარების წესი
1. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
3. წინასაარცევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:
- საარჩევნო კომისიის წევრებს
- ადმინისტრაციულ პერსონალს
4. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებებით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა.
5. წინასაარჩევნო აგიტაციამ და კამპანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს.

 

მუხლი 6. საარჩევნო სიები
1. საარჩევნო სიებს ამტკიცებს საარჩევნო კომისია პერსონალის მართვის, სასწავლო დეპარტამენტისა და შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე.
2. ფაკულტეტის საარჩევნო სია გადაეცემა საარჩევნო კომისიას.

 

მუხლი 7. არჩევნების პროცედურა
1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას ამტკიცებს საარჩევნო კომისია.
2. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
3. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
- შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება
- ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი
4. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე, მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
5. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი სარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ 1 კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.

 

მუხლი 8. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. კენჭისყრა იწყება 10.00 საათზე და მთავრდება არჩევნების დღეს 17.00 საათზე. (25.06.2010, №72/2010)
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან სარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობა მიიღო  ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტმა. (25.06.2010, №72/2010)
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს.
5. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა;
დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა
6. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები :
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ;
ე) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.

 

მუხლი 9. დამკვირვებელი
1. არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის :
ა) ასარჩევი კანდიდატი
ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიის მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრის განხილვის პროცესში. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა.
5. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.
6. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს.

 

მუხლი 10. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს ამ დადგენილებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი;
გ) დარღვევის შინაარსი;
დ)დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე)საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ან აღნიშვნა მის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ;
ვ)ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
ზ)ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.

 

მუხლი 11. არჩევნების შედეგების გამოცხადება
არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.

 

მუხლი 12. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
1. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკუკლტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.
2. საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება

 

მუხლი 13. საბოლო შედეგების გამოქვეყნება
1. საარჩევნო კომისია არჩევნების შედეეგებს ამტკიცებს შემაჯამებელი აქტით.
2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 14.  კანდიდატთა რეგისტრაცია
1. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 1 დღის განმავლობაში.
2. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს გაცნობიდან 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 1 დღის განმავლობაში. (25.06.2010, №72/2010)

View More

Resolution N: 141

მაგისტრატურაში ჩარიცხვის  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,


1. 2008–2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში ჩაირიცხონ ის სტუდენტები, რომლებმაც უცხო ენის გამოცდაში მიიღეს შეფასება 40 ქულა და მეტი.

2. 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებისას დადგენილების 1-ლი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.

3. ამ კატეგორიის მაგისტრანტებზე არ ვრცელდება საუნივერსიტეტო დაფინანსება.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

View More

Resolution N: 140

სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის

 

სერჟ სარგსიანს


მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 139

თსუ აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

1. შევიდეს დამატება თსუ აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებით დამტკიცებულ ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” და მე-3 პუნქტს დაემატოს 3 ქვეპუნქტი:


“3 . უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე თსუ-ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელნიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად ამოირიცხნენ აღდგენის უფლებით, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, გამოცდის გავლის გარეშე, სასწავლო დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წერილობითი დასკვნის საფუძველზე”

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 138

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ 2008 წლის 19 მაისის №88 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ 2008 წლის 19 მაისის №88 დადგენილების მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის 28 ნოემბრამდე.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 137

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე
 

I. კომპიუტერული მიმართულება

ა) სრული პროფესორი –  ალექსანდრე გამყრელიძე
ასისტენტ პროფესორი –ირინა ხუციშვილი
თინათინ დავითაშვილი
ზურაბ კიღურაძე
ნოდარ პავლიაშვილი
მიხეილ თუთბერიძე
ამირან ჩიტალაძე
გურამ კაშმაძე
ქეთევან კუთხაშვილი
ვლადიმერ ოდიშარია
ნანა ოდიშელიძე
ფრიდონ დვალიშვილი
ბიძინა მაცაბერიძე
მაგდა ცინცაძე
გელა ბესიაშვილი

 

II. მათემატიკა

ასისტენტ პროფესორი –  არჩილ ყიფიანი
რუსლან სურმანიძე
გიორგი ჭელიძე
ანა დანელია
გიგი ნადიბაიძე
გიორგი ბარელიძე
ოთარ ჯოხაძე

 

III. გეოლოგია

ასისტენტ პროფესორი – ზურაბ ლებანიძე
კახა ერისთავი
მარიამ ახალკაციშვილი

 

IV . ფიზიკა

ასისტენტ პროფესორი – მალხაზ გოჩიტაშვილი
გიორგი სახელაშვილი
მარიამ ხვედელიძე
რამაზ ხომერიკი
თამარ ჭელიძე
მერაბ გოგბერაშვილი
სიმონ ჩხაიძე
გელა დევიძე
თეიმურაზ ნადარეიშვილი

 

V. ქიმია

ასისტენტ პროფესორი –   მარინა ტრაპაიძე
როზა კუბლაშვილი
ნელი სიდამონიძე
მარინა ქარჩხიძე
გიორგი ბეზარაშვილი
ნინო თაყაიშვილი
ქრისტინე გიორგაძე

 

VI. ბიოლოგია

ასისტენტ პროფესორი – ბუციკო ჩხარტიშვილი
შამილ შეთეკაური
ნანა დვალიშვილი
ელენე დავითაშვილი
მანანა ჭიპაშვილი
ზელიბხან კერესელიზე
მარინე შენგელია

 

VII. გეოგრაფია

ასისტენტ პროფესორი – თამარ ალექსიძე
გიორგი მელაძე
მარიამ ელიზბარაშვილი
ვაჟა ტრაპაიძე
2 ადგილი დარჩა ვაკანტური

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 136

იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ.

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

1. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს A, B და C კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


ა) კატეგორია A. აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 8 საათიან სააუდიტორიო და 8 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას და ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 10 საათიან სააუდიტორიო და 10 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 3000 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 2500 ლარის ოდენობით.
ბ) კატეგორია B. აერთიანებს იმ აკადემიური პერსონალს, რომელთაც აკადემიური თანამდებობეზე არჩევისას შეუსრულდათ 62 წელი, აგრეთვე იმ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც აკმაყოფილებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #122 08.09.2008 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის დატვირთვის მინიმალურ სტანდარტებს. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 720 ლარის ოდენობით.
გ) კატეგორია C. აერთიანებს იმ აკადემიურ პერსონალს, რომელთა ანაზღაურება განისაზღვრება მათ მიერ ფაქტობრივად ჩატარებული სააუდიტორიო საათების შესაბამისად.


2. აკადემიური საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 135

იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.02.2009, №176 და 18.06. 2009, №232 დადგენილებებით

 
 
1. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს A, B და C კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) კატეგორია A. აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 8 საათიან სააუდიტორიო და 8 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას და ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 10 საათიან სააუდიტორიო და 10 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 3000 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 2500 ლარის ოდენობით.
ბ) კატეგორია B. აერთიანებს იმ აკადემიური პერსონალს, რომელთაც აკადემიური თანამდებობეზე არჩევისას შეუსრულდათ 62 წელი, აგრეთვე იმ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც აკმაყოფილებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #122 08.09.2008 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის დატვირთვის მინიმალურ სტანდარტებს. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 720 ლარის ოდენობით.
გ) ძალადაკარგულია (02.02.2009, №176)
11. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. (18.06. 2009, №232)
2. აკადემიური საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა.


 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 135

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის (გერმანული, ფრანგული, ინგლისური) გამოცდის დონის განსაზღვრის შესახებ

ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   იურიდიული   ფაკულტეტის  2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხი გამოცდა უცხო ენაში (გერმანული, ფრანგული, ინგლისური) ჩატარდეს B1 დონის მოთხოვბის შესაბამისად.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 134

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე

 

ისტორიის მიმართულებით
ამერიკისმცოდნეობა
მეძმარიაშვილი ელენე

კავკასიის ისტორია
კვიციანი ჯონი

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 133

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე
                             

ფილოსოფიის მიმართულება

ბრაჭული ირაკლი
რამიშვილი ვალერიანი

 

ისტორიის მიმართულება

საქართველოს ისტორია

კუპატაძე ბონდო
მერკვილაძე დავითი
ნადირაძე ქეთევანი
სამუშია ჯაბა
ქუთათელაძე ქეთევანი

ახალი და უახლესი ისტორია

კალანდაძე მერაბი
ჟუჟუნაშვილი გიორგი

ახლო აღმოსავლეთის ისტორია

მახარაძე მირიან

შუა საუკუნეების ისტორია

წითლანაძე თეა
გეთიაშვილი აკაკი

კულტურის მეცნიერებები

ქვრივიშვილი მაია

 

ფილოლოგიის მიმართულება
ახალი ქართული ენა
ლომია მაია

ძველი ქართული ენა
შარაშენიძე ნინო

ქართული ლიტერატურა
წოწკოლაური დავით

ინგლისური ფილოლოგია
დემეტრაძე ირინა
მამაცაშვილი ნანული

გერმანული ფილოლოგია
მუჯირი სოფიო
ცაგარელი ლევანი

ესპანური ფილოლოგია
კობეშავიძე მარინე

ფრანგული ფილოლოგია
ქავთარაძე ნინო

 

ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანთმცოდნეობა
წერეთელი ნინო

 

ფოლკლორისტიკა
გოგიაშვილი ელენე

 

კავკასიოლოგია
აბაშია რევაზი

 

აღმოსავლეთმცოდნეობა

არაბისტიკა

თუმანიშვილი ხათუნა

ირანისტიკა

შურღაია თეა

თურქოლოგია

ბჟალავა ელისაბედი
კაჭარავა ნანული
ლორთქიფანიძე ქეთევანი

 

ებრაისტიკა-არამეისტიკა

ბუცხრიკიძე მამუკა

ასირიოლოგია
სამსონია ნინო

 

განათლების მეცნიერებები
ხარაძე ეფემია

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 132

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე


საერთაშორისო ურთიერთობები

სრული პროფესორი -  დავითაშვილი ზურაბი
რონდელი ალექსანდრე

ასოცირებული პროფესორი – ასანიშვილი ფიქრია

 

სოციოლოგია

სრული პროფესორი – კაჭკაჭიშვილი იაგო

ასოცირებული პროფესორი – ბერძენიშვილი ამირანი
დურგლიშვილი ნინო
სურმანიძე ლალი
წულაძე ლია

 

პოლიტიკური მეცნიერებები

სრული პროფესორი – მაცაბერიძე მალხაზი
ასოცირებული პროფესორი – კაკაჩია კორნელი
კუხიანიძე ალექსანდრე
მაჭარაშვილი ნანა
ჟორჟოლიანი გია

 

საზოგადოებრივი გეოგრაფია
სრული პროფესორი –   გოგსაძე გიორგი
სალუქვაძე იოსები

ასოცირებული პროფესორი – ბოკერია მარინე
იაშვილი ია
მელიქიძე ვალერი
პავლიაშვილი ნინო

 

ფსიქოლოგია
სრული პროფესორი – ბელქანია ნოდარი
გაგოშიძე თამარი
მაღრაძე გუგული
ჩიტაშვილი მარინე
ჯავახიშვილი ნინო
წერეთელი მზია
ასოცირებული პროფესორი – აბაშიძე თამარი
აბზიანიძე შალვა
არუთინოვი ლუიზა
კალანდარიშვილი მაია
კუტალაძე იამზე
მელიქიშვილი მანანა
ნადირაშვილი დიმიტრი
სუმბაძე ნანა
ქიტიაშვილი ნასტასია
ჯორბენაძე რევაზი
მესტვირიშვილი მაია
ყიფიანი გიორგი

 

ასისტენტ პროფესორი –  ხეჩუაშვილი ლილი
მახარაძე თამარ
მარწყვიშვილი ხათუნა

 

ჟურნალისტიკა

სრული პროფესორი – ვეკუა მარინე
ასოცირებული პროფესორი – გერსამია მარიამი
ოსეფაშვილი დალი
ტალახაძე ნანული
ჩართოლანი გიორგი
წერეთელი მარი
ხიზანიშვილი მარინე
ჯოლოგუა თამაზი

 

2. საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე შესწავლილ იქნეს მ. ვეკუას მიერ წარმოდგენილი საკონკურსო მასალები და პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში მასთან შეწყვეტილ იქნეს შრომითი ხელშეკრულება.

3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 131

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით

 

1. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით.


2. საჩივრების მიღებიდან 7 დღის ვადაში აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს დასკვნა განხილვის შედეგების შესახებ.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 130

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:


პროფესორი თამაზ შაბურიშვილი
პროფესორი მარინე ჯანელიძე
პროფესორი სამსონ მღებრიშვილი
მმდ. ზაზა ჭანტურაია
მმდ. კახა ქუნთელია


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: რექტორის 2008 წლის 03 სექტემბრის №79/01-01 ბრძანება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 129

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:


1. ვაჟა კიკნაძე – თსუ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი
2. ზურაბ პაპასქირი – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
3. ია ხუბაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
4. მანანა ჯავახიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
5. ვასილ კაჭარავა – თსუ ეცროპათმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
6. ნანი გელოვანი – თსუ ასოცირებული პროფესორი
7. ნოდარ შოშიტაიშვილი – გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი
8. ცირა ბარამიძე - თსუ კავკასიის მიმართულების სრული პროფესორი
9. თეიმურაზ გვანცელაძე - თსუ კავკასიის მიმართულების სრული პროფესორი
10. აკაკი ყულიჯანაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
11. დარეჯან გარდავაძე - თსუ ასოცირებული პროფესორი

 

1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ


საფუძველი: რექტორის 2008 წლის 14 ივლისის №62/01-01 ბრძანება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 128

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე
 

თერაპიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ბონდო ქობულია
ასოცირებული პროფესორი - ზურაბ ფაღავა
პავლე მაჭავარიანი
ბეჟან წინამძღვრიშვილი
ელენე გიორგაძე
ასისტენტ-პროფესორი - ალინა კვირკველია-პეტრიაშვილი,
ნინო მამამთავრიშვილი
გულნარა აბულაძე
რუსუდან აბაშიძე.

 

ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - მერაბ კილაძე
ასოცირებული პროფესორი - ზურაბ ბერიაშვილი
მამუკა გონჯილაშვილი
ავთანდილ ღირდალაძე
ლევან თავბერიძე
ასისტენტ-პროფესორი - გიორგი ხეროდინაშვილი
თემურ მგელიაშვილი
გიორგი ელისაბედაშვილი
ვახტანგ გოდერძიშვილი.

 

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - არჩილ ხომასურიძე
ასოცირებული პროფესორი - ჯენარა ქრისტესაშვილი
სიმონ ღოღობერიძე
ალექსანდრე ლაბარტყავა
არსენ გვენეტაძე.

 

სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის   დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ვლადიმერ მარგველაშვილი
ასოცირებული პროფესორი - მანანა კალანდაძე
ნატალია მანჯავიძე
ასისტენტ-პროფესორი - ირინა ბარბაქაძე
ოთარ დარჯანია
მამუკა გოგიბერიძე.

 

ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - რომან შაქარიშვილი,
ასოცირებული პროფესორი - ალექსანდრე ცისკარიძე, ნანა კვირკველია, დავით გიგინეიშვილი, თამარ ვაშაძე და დარეჯან გუგუციძე.

 

სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ფრიდონ თოდუა
ასოცირებული პროფესორი - სოფიო კახაძე
ასისტენტ-პროფესორი - ვალერი აბულაძე და მამუკა გურგენიძე.
ინფექციურ დაადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - თენგიზ ცერცვაძე,
ასოცირებული პროფესორი - ლალი შარვაძე,
ასისტენტ-პროფესორი - ციური საკანდელიძე.

 

პედიატრიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - რუსუდან ქარსელაძე
, ასოცირებული პროფესორ – ლიანა ჟორჟოლიანი,
ასისტენტ-პროფესორი – ქეთევან ბარაბაძე.

 

პათოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - თეიმურაზ ჯორბენაძე,
ასოცირებული პროფესორი - მარინა შაქარაშვილი, თამილა ბაგაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე და გიორგი პატარაია.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტის
სრული პროფესორი - პაატა იმნაძე,
ასოცირებული პროფესორი - შოთა ცანავა, ნატა ყაზახაშვილი, ნინო ჩიხლაძე და ლაშა ლორია,
ასისტენტ- პროფესორი– ქეთევან დადიანი.

 

ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერატიული ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - დიმიტრი კორძია,
ასოცირებული პროფესორი – ნოდარ ხოდელი,
ასისტენტ- პროფესორი – ზურაბ ჩხაიძე, მიხეილ ჯანგვაძე და ია კირვალიძე.

 

უროლოგიის   დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ლაურ მანაგაძე,
ასოცირებული პროფესორი - თეიმურაზ ჩიგოგიძე და გიორგი ჟვანია,
ასისტენტ-პროფესორი - თეიმურაზ დოჭვირი.

 

ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორის თანამდებობაზე - მიხეილ ომიაძე,
ასოცირებული პროფესორი - ნიკოლოზ ანთელავა.

 

დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - გიორგი გალდავა
ასოცირებული პროფესორი – თინა ქიტუაშვილი.

 

გადაუდებელი და კრიტიკულ მედიცინის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ზურაბ ჩხაიძე,
ასოცირებული პროფესორი - გივი კაციტაძე,
ასისტენტ-პროფესორი - მამუკა ჩხაიძე.

 

ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - გიორგი ნანეიშვილი,
ასოცირებული პროფესორი – ნინო ოკრიბელაშვილი,
ასისტენტ-პროფესორი – დავით ზურაბაშვილი.

 

ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - თამარ კეზელი,
ასოცირებული პროფესორი - გულნარა ტაბიძე და მედეა კოპალიანი,
ასისტენტ-პროფესორი - მარიამ ჭიპაშვილი.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

View More

Resolution N: 127