სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სოციალური მუშაობა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: სოციალური მუშაობის მაგისტრი / Master of Social Work
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი სოციალურ მუშაობაში / Master of Research in Social Work
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №59)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო შატბერაშვილი
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან (60+60 (ECTS):
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 30 კრედიტი (ECTs);
არჩევითი სასწავლო კურსები: 25 კრედიტი (ECTs);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTs).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 50 კრედიტი (ECTs);
არჩევითი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTs);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTs);
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTs).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
სოციალური მუშაობა - საგამოცდო საკითხები
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალური მუშაობა (პირველი ნაწილი) მიზანია:
- მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სოციალური მუშაკები, რომლებიც პროფესიულ ეთიკასა და ღირებულებებზე, პროფესიულ და აკადემიურ სტანდარტებზე დაყრდნობითა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელებენ საქმიანობას;
- მოამზადოს სტუდენტები ღრმა პროფესიული ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და კრიტიკული რეფლექსიის უნარით უშუალო პრაქტიკის, სოციალური მომსახურებების, პროგრამების განხორციელების და პოლიტიკის ფორმირების პროცესში მონაწილეობისთვის;
- სიღრმისეულად და სისტემურად შეასწავლოს სტუდენტებს სოციალური სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკა და მათი ეფექტიანობის ზრდისათვის საჭირო მექანიზმები, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ცალკეულადან/და მომიჯნავე დარგებში არსებულ ცოდნასთან კონსოლიდაციაში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალური მუშაობა (მეორე ნაწილი) მიზანია:
- მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სოციალური მუშაკები, რომლებიც პროფესიულ ეთიკასა და ღირებულებებზე, პროფესიულ და აკადემიურ სტანდარტებზე დაყრდნობითა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელებენ პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობას;
- დაახელოვნოს სტუდენტები სოციალური მუშაობის კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაში;
- სიღრმისეულად და სისტემურად შეასწავლოს სტუდენტებს სოციალური სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკა და მათი ეფექტიანობის ზრდისათვის საჭირო მექანიზმები, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ცალკეულადან/და მომიჯნავე დარგებში არსებულ ცოდნასთან და კვლევასთან კონსოლიდაციაში.
მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის მოთხოვნა:
- ბაკალავრის ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა სპეციალობაში (ესსე);
- გასაუბრება სპეციალობასა და უცხო ენაში.
გამოცდა სპეციალობაში ორი კომპონენტისაგან შედგება: წერითი გამოცდა და გასაუბრება. წერითი გამოცდა შეადგენს საბოლოო შეფასების 40%, ხოლო გასაუბრება 60%.
პირველ ეტაპზე სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები წერენ ესსეს საგამოცდო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემაზე. წარმოდგენილი ესსეს მიხედვით ფასდება სწავლის მსურველთა ცოდნის დონე სოციალური მუშაკის პროფესიულ როლზე მიმდინარე სოციალურ მოვლენებში. ესსე შეადგენს საბოლოო შეფასების 40 პროცენტს. ის ფასდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
- პროფესიული როლის გააზრება - 20 ქულა
- არგუმენტაციის უნარი - 10 ქულა
- კრიტიკული ანალიზის უნარი - 10 ქულა
ესსეს მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 3 გვერდი.
მეორე ეტაპზე სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას სპეციალობასა და უცხო ენაში პროგრამის ხელმძღვანელისა და მიმართულების აკადემიურ პერსონალისაგან დაკომპლექტებული კომისიის წინაშე. გასაუბრება შეადგენს საბოლოო შეფასების 60% (აქედან 40% სპეციალობაში, 20% კი უცხო ენის ცოდნა). გასაუბრებაზე სტუდენტი ასევე განიხილავს სასწავლო მასალიდან/სასწავლო მასალის სირთულის ტექსტს უცხო ენაზე, ამ მიმართულებით მისი კომპეტენციების შეფასების მიზნით (პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა არანაკლებ B2 დონე).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სოციალური მუშაობა (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: კრიტიკულად აფასებს სოციალურ, პოლიტიკურ კონტექსტს/პროგრამებს და ირჩევენ შესაბამის ჩარევას;
ბ) უნარები: სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად ახორციელებს ჰოლისტურ პრაქტიკას სოციალური მუშაობის მოდელებისა და მეთოდების გამოყენებით;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: მაღალი პროფესიონალიზმის დემონსტრირებით ახორციელებს სოციალურ მუშაობას პროფესიული ეთიკის ნორმებზე დაყრდნობითა და პიროვნული მრავალფეროვნებების გათვალისწინებით როგორც მონოდისციპლინურ, ასევე მულტიდისციპლინურ ფორმატში; წარმართავს დისკუსიას, წარადგენენ საკუთარ მოსაზრებებს საჯაროდ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაყრდნობით.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალური მუშაობა (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: სიღრმისეულად განმარტავს სოციალური მუშაობის მეცნიერულ საფუძვლებს, მეთოდებსა და მიდგომებს; სისტემურად იაზრებს სოციალურ პრობლემებს/მოვლენებს თვისებრივი და რაოდენობრივი სოციალური კვლევის მეთოდების კონსოლიდაციით;
ბ) უნარები: კრიტიკულად აფასებს სოციალურ, პოლიტიკურ კონტექსტს/პროგრამებს და ირჩევს შესაბამის ჩარევას;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: ხელს უწყობს სოციალური მუშაობის განვითარებას ახალ სფეროებში, ადამიანთა ხარისხიანი ცხოვრების ხელშემწყობი ფაქტორების გაძლიერებისა და ხელშემშლელი ფაქტორების შემცირების მიზნით. ავტონომიურობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის პრაქტიკის პროფესიულ ზედამხედველობას/სუპერვიზიას.
სოციალური მუშაობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს:
- სოციალური მუშაობის მომსახურების მიმწოდებელ სფერობში პრაქტიკული საქმიანობის განხხორციელებისათვის ნებისმიერ სამიზნე ჯგუფთან;
- მიკრო მენეჯერული პოზიციები იმ სახელმწიფო თუ კერძო სააგანტოებში, სადაც სოციალური მუშაობის მომსახურება ხორციელდება.
სოციალური მუშაობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს:
- სოციალური პოლიტიკის, სოციალური პროგრამების მართვის, კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის ნებისმიერ სოციალური სფეროში;
- მაკრო მენეჯერული პოზიციები იმ სახელმწიფო თუ კერძო სააგანტოებში, სადაც სოციალური მუშაობის მომსახურება ხორციელდება.