Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური რეგისტრაცია 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრი

აკადემიური რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის საფეხურზე ჩატარდება განახლებული წესით:

1. აკადემიური რეგისტრაციის დროს წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში (საგნების დამთხვევა ან სავალდებულო საგნის არჩევის პრობლემები) სტუდენტები ფაკულტეტს დაუკავშირდებიან მხოლოდ uni.tsu.ge-დან შეტყობინებების საშუალებით.  სტუდენტთა დახმარებას შევძლებთ მხოლოდ აღნიშნული არხით მომართვის შემთხვევაში.

2.  აკადემიური რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე დიდ სალეციო ჯგუფებზე გაიხსნება მხოლოდ სალექციო ნაკადები. მაგალითად, აკადემიური რეგისტრაციის პირველ ეტაპზე სტუდენტი აირჩევს საგნის „ადამიანის განვითარება 2“ სალექციო ჯგუფს, პედაგოგის და დროის მითითებით, ხოლო სასემინარო ჯგუფს აფიქსირებს პედაგოგის და დროის მითითების გარეშე.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ბაზა გარკვეული დროით იკეტება, რათა სისტემა მომზადდეს მეორე, სასემინარო ჯგუფების არჩევის ეტაპისათვის.

აკადემიური რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, სტუდენტები აირჩევენ სასემინარო ჯგუფებს გადარჩევის ფუნქციის გამოყენებით.

მეორე ეტაპზე საგნებზე მიბმული იქნება სასემინარო ჯგუფები პედაგოგების, აუდიტორისა და დროის მითითებით.

თითოეული ეტაპის თარიღები აისახება უნითსუ-ზე.

რეგისტრაცის დაწყებამდე გამოქვეყნებულ ცხრილში სასემინარო დროები მითითებული იქნება მხოლოდ იმ საგნებზე, რომელთა სემინარები პირველ ეტეპზე იქნება გახსნილი.

მეორე ეტაპისთვის დაიდება განახლებული ცხრილი.

წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!