
პროგრამის სახელწოდება - ევროპისმცოდნეობა
საფეხური - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების ენა - ინგლისური
კვალიფიკაცია - ევროპისმცოდნეობის მაგისტრი
სწავლების ხანგრძლივობა - 4 სემესტრი
ECTS - 120
სწავლების გადასახადი - 3000
პროგრამის განხორციელების ადგილი - თსუ მეორე კორპუსი, ჭავჭავაძის 3
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული - იურიდიული ფაკულტეტი
საკონტაქტო პირი:
პროგრამის ხელმძღვანელი: ქეთევან ხუციშვილი
პროგრამის კოორდინატორი: ნინო ლაპიაშვილი
პროგრამის სტრუქტურა:
კურსის სტატუსი ECTS-მოცულობა
სავალდებულო საუნივერსიტეტო
სავალდებულო დარგობრივი 90
არჩევითი დარგობრივი 30
დამატებითი პროგრამა (minor)
სულ 120

ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტების უზრუნველყოფა ღრმა ინტერდისციპლინური ცოდნით ევროკავშირის, ისევე როგორც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის არსებული და მოსალოდნელი კავშირების შესახებ (სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ისტორია და კულტურა). სტუდენტები გახდებიან დარგის ექსპერტები, რომლებსაც ექნებათ ევროკავშირის ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების სტრუქტურისა და მოქმედების შესახებ ამომწურავი ცოდნა და გაგება, და ეცოდინებათ ევროპულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებები, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესი.
სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში შექმნილია TACIS-ის პროექტის (TACIS/2006/119115) ფარგლებში 2007 წელს. ევროპული კვლევების ინსტიტუტი ახორციელებს პროგრამის ადმინისტრირებას, სთავაზობს არჩევით კურსებს თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. ახდენს ევროპისმცოდნეობის სფეროში სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვა-გავრცელებას. ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახდენს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი.

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
• საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება (A, B, C ტიპის ტესტები)
• ინგლისური ენის ჩაბარება (B2 დონე)
• გასაუბრება ჟიურის წინაშე
ბაკალავრის ხარისხის მქონე უცხოელ კანდიდატებს უფლება აქვთ ჩააბარონ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.

ცოდნა და გაცნობიერება:
აქვს უმთავრესი ასპექტების ღრმა და სისტემატური ცოდნა, რაც აძლევს დასმული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირების შესაძლებლობას. გაცნობიერებული აქვს შესაბამისი სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხების გადაჭრის გზები.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
ახალ მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, საფუძვლების მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი.
დასკვნის უნარი:
სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი. კვლევის შერეული მეთოდების გამოყენებით დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი:
იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება.
სწავლის უნარი:
საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა; აქვს ეკონომიკური, სამართლებრი, პოლიტიკური ცვლილებებისათვის თვალის მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
ღირებულებები:
იცნობს საკუთარი საქმიანობის ეთიკის ფარგლებს. მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ინდივიდთა უფლებების განხორციელებას, მონაწილეობას იღებს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.