5 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი და დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა ჩაატარებენ სტუდენტთა მე-10 სამეცნიერო კონფერენციას „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“. კონფერენცია ეძღვნება ლიტერატორსა და მთარგმნელს, პროფესორ გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილს.
კონფერენციის ფარგლებში, 16. 00 საათზე, გაიმართება ღონისძიება – შეხვედრა მთარგმნელთან. გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი ისაუბრებს სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ძველ და ახალ პოეტურ და პროზაულ თარგმანებზე და, მათ შორის, რეზო გაბრიაძის ნოველის – თეთრი ხიდის – უახლეს ფრანგულ თარგმანზე. ღონისძიების მოდერატორი – პროფესორი ბელა ხაბეიშვილი.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამასა და თეზისებში.