ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი 2022 წლის 26-27 მარტს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას:
„ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაიცვან თეზისების გაფორმების წესი და 2022 წლის 1 მარტამდე თეზისები უნდა გადაგზავნონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: nino.rukhadze.h@tsu.ge.
თეზისები უნდა მოიცავდეს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა თემებს ჰუმანიტარული მეცნიერების შემდეგი დარგებიდან:
ისტორია
ლინგვისტიკა
კულტურა
ეთნოლოგია
ფოლკლორი
მითოლოგია
ხელოვნება
არქეოლოგია
პალეოგრაფია
კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე და თეზისები განთავსდება თსუს რეპოზიტორზე.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს, მაგისტრანტებს.