11 ოქტომბერს 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II.“
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრი. კონფერენციის თანაორგანიზატორები: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
წლევანდელი კონფერნცია ეძღვნება თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას.
მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის, დოქტორ სიმონ ზაზაძისა და ზაზაძეების საგვარეულოს ისტორიასა და დამსახურებას ქართული კულტურის წინაშე; ქართული კათოლიციზმის ისტორიას, ისტორიულ ქართულ დიასპორათა (თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში) ყოფას, კულტურას, ენობრივ ვითარებას.
დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ სააქტო დარბაზი