ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 4 აპრილს, 15 საათზე გიწვევთ სამეცნიერო ნაშრომის „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები. I. ავტოქთონი მოსახლეობა“ წარდგინებაზე. კოლექტიური მონოგრაფია (ავტორები: მ. ჩუხუა, ნ. ანთელავა, მ. მაგომედხანოვი) შესრულდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (შიფრი: CS-I-21-130).
გთხოვთ, მობრძანდეთ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, I კორპ., მე-2 სართული, აუდიტორია #214.