2021 წლის 22-24 სექტემბერს, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, მასპიძლობს მორიგ, მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, თემაზე:
ლიტერატურა და პანდემია
ისტორიული და თემატური გამოცდილება
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:
- თანამედროვე მსოფლიო მწერლობა პანდემიის პირობებში (პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა და სხვ.);
- ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს;
- მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში;
- პანდემია - ტექსტის თემა;
- „კარანტინი“ და „იზოლაცია“ ლიტერატურაში;
- კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება ლიტერატურულ პროცესში;
- პანდემიიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში;
- პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე;
- ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) პანდემიის პირობებში.
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 80--ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 11 ქვეყანა), მათ შორის: იაპონია, საფრანგეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, უკრაინა, სლოვენია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ყაზახეთი და სხვ.; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, თბილისიდან და რეგიონებიდან.
მსოფლიო კორონა პანდემიიდან გამომდინარე, სიმპოზიუმი იმუშავებს ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმაზე.
სიმპოზიუმის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 11 საათზე.
სიმპოზიუმის პროგრამა განთავსებულია საიტზე: http://conference.litinstituti.ge/ka/
აქვე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პლენარული სხდომებისა და სექციების მუშაობის შესახებ, შესაბამისი ლინკების მითითებით.