ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 1-2 მაისს გამართავს ივანე ჯავახიშვილის 146-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლ-ემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2022 წლის 10
აპრილამდე ხელმძღვანელების რეკომენდაცია და
თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული
ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია
ლიტერატურათმცოდნეობა
თარგმანმცოდნეობა
ენათმეცნიერება
კავკასიოლოგია
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი