ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ივლისს გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრებს, დოქტორანტებსა და დოქტორებს (სადოქტორო დისერტაციის დაცვიდან არ უნდა იყოს გასული 7 წელი).
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე: www.isysh.tsu.ge