სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№01/29 - 01
28.01.2022
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასების ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელის 2022 წლის 21 იანვრის წერილის (რეგისტრაციის ნომერი: 625/29) საფუძველზე,
ვბრძანებ:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის შეიქმნას თვითშეფასების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით და პასუხისმგებლობებით:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თვითშეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი.
ბ) პროგრამის ხელმძღვანელები - პროფესორი იოსებ ხელაშვილი; ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე.
პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლისვშედეგებისა და მათთან პროგრამის შესაბამისობის აღწერა; მიზნების თსუ მისიასთან შესაბამისობის შეფასება; სწავლების მეთოდოლოგიისა და ორგანიზების, პროგრამის ათვისების ადეკვატურობის დადგენა; შესაბამისი მტკიცებულებებისა და ინდიკატორების შერჩევა; პროგრამის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შეფასება.
გ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის რაოდენობრივი მაჩვენებლების ანალიზი; სტუდენტთა საკონსულატაციო მომსახურების აღწერა, შეფასება, ანალიზი; სტუდენტთა მიღწევებისა და მათთან ინდივიდუალური მუშაობის აღწერა.
დ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამაში ჩართულ პირთა სამეცნიერო/კვლევითი მაჩვენებლების შეფასება; პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო აქტივობის შეფასება; პერსონალისა და სტუდენტების მიღწევების ადგილობრივ პროექტებში ჩართულობის ანალიზი.
პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი; პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი მონაცემების ანალიზი; პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევებში მონაწილეობის ანალიზი.
ე) ირმა მშვენიერაძე - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; მამუკა ხუსკივაძე - ეკონომიკის დოქტორი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის რაოდენობრივი მაჩვენებლების დამუშავება; სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალის ანალიზი; აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის შეფასება ბოლო 5 წლის მანძილზე; სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის ანალიზი.
ვ) აკაკი მიქაბერიძე - ფაკულტეტის ფინანსური მენეჯერი.
პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტების შედგენა; სწავლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის შეფასება; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო მივლინებებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის შეფასება; ფაკულტეტის ბიუჯეტიდან სასწავლო ლიტერატურისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შეფასება.
ზ) უჩა გოგრიჭიანი - ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
პასუხისმგებლობის სფეროები: ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან, ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმების ანალიზი; სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის შეფასება.
თ) ბონდო კაკუბავა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის მაჩვენებლების აღწერა და შეფასება, შესაბამისი მტკიცებულებების მომზადება.
ი) თამარ ბაგრატიონი - ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის სილაბუსების შესაბამისად ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის დონის შეფასება, ამ მიმართულებით ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების გამოვლენა.
კ) ასოცირებული პროფესორი ვალერი არღუთაშვილი - ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის წევრი.
პასუხისმგებლობის სფეროები: შრომის ბაზრის შესახებ მონაცემთა მოპოვება-დამუშავება; შრომის ბაზრის კვლევის ანალიზი.
ლ) ია ნაცვლიშვილი -ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
პასუხისმგებლობის სფეროები: კონსულტაციები განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების, საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციების, სწავლის შედეგების შედგენის, სწავლის მიზნებისა და შედეგების შესაბამისობის საკითხებზე; სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობების შეფასება.
მ) ნინო ტალიკაძე - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
პასუხისმგებლობის სფეროები: ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები პროგრამის ხელმძღვანელებთან და სილაბუსების ავტორებთან. დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის დიაგრამების მომზადება/ანალიზი; საგამნანათლებლო პროგრამის დანართების მომზადება.
ნ) ზვიად სიგუა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
პასუხისმგებლობის სფეროები: ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისრულის და შესაბამისობის შეფასება.
ო) ნინო გოგიაშვილი - სტუდენტი.
პასუხისმგებლობის სფეროები: სტუდენტთა გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სრულყოფის მიზნით.
პ) ქეთი გვიანიშვილი - კურსდამთავრებული.
პასუხისმგებლობის სფეროები: კურსდამთავრებულთა გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სრულყოფის მიზნით.
ჟ) ნინო ურუშაძე - დამსაქმებელი, სასტუმრო „თბილისი-მარიოტი“, „მოქსი თბილისი“, ოპერირების მენეჯერი; გიორგი ხიდეშელი - დამსაქმებელი, ვიზიტ ჯორჯიას მდგრადი განვითარების მენეჯერი. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი.
პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დამსაქმებელთა ბაზის კორექტირება.
წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე