Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF ECONOMICS AND BUSINESS
Date
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012 ბრძანება №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
 N#21/23_01                                                 19.09.2012.
ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სრული და  ასოცირებული პროფესორების  სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012  ბრძანება  №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური;  2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  სოფიო ოდიშარია;
•    დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს  2012 წლის 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბერის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ.   შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2,  ოთახი #608);
2.    განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე  _ 2012 წლის  8 და 9 ოქტომბერი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის,  თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად;
3.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე
View More

Order N: 21/23_01

თსუ რექტორის ბრძანებით N92/01-01 16.07.2012 დადგენილი აკადემიური რეგისტრაციის ვადების 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაცვის, სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით,
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№22/23-01                                          21.09.2012

თსუ რექტორის ბრძანებით N92/01-01 16.07.2012 დადგენილი აკადემიური რეგისტრაციის ვადების 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაცვის, სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის  მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სემინარულ მეცადინეობებზე პედაგოგების მიერ არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამონაკლისი დასაშვებია განხორციელდეს მობილობის წესით გადმოსული და სოციალურად დაუცველი კატეგორიის სტუდენტებისათვის; 
  2. სემინარულ მეცადინეობაზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც აკადემიური რეგისტრაცია გაიარეს კონკრეტულ სასემინარო ჯგუფში.
  3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს პედაგოგებისათვის სასწავლო ჯგუფებში რეგისტრირებული სტუდენტთა სიების მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (ბაზის) დახურვისთანავე. პედაგოგებმა სტუდენტთა აღრიცხვა განახორციელონ მხოლოდ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ მიწოდებული სტუდენტთა სიების მიხედვით. არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ერთი კვირისა.
  4. სალექციო პერიოდის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ყველა პედაგოგმა უნდა დააბრუნოს შევსებული უწყისი ყველა მიმდინარე შეფასებით. საგამოცდო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, უნდა დასრულდეს ფაკულტეტის მიერ შუალედური შეფასებების შეტანა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში (თსუ გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია, მუხლი 7). ასევე ერთი კვირის ვადაში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გაცემული და დაბრუნებული უწყისების თანადობის შესახებ.
  5. სემინარული/პრაქტიკული მეცადინეობის ლექტორებმა უზრუნველყონ მიმდინარე შეფასებების კომპონენტების აღრიცხვა სემინარული მეცადინეობის დაწყებისთანავე.
  6. მიმდინარე შეფასების აღრიცხვისა და სილაბუსში აღნიშნული შეფასების სისტემის შესაბამისობა გაკონტროლდეს შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელების და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
  7. შეფასების სისტემაში დაშვებული შეცდომების გასწორება შესაძლებელია დადგენილი ფორმით ბაზის ადმინისტრატორის მიერ. (იხ. დანართი)
  8. მიმდინარე შეფასებების შესწორება ყოველი, კონკრეტული სემესტრისათვის, დაუშვებელია სასწავლო პროცესის ბოლო სასწავლო კვირის სასემინარო მეცადინეობიდან მე-7 კალენდარულ დღეზე გვიან.
  9. შეფასების სისტემის ცალკეული კომპონენტის აღდგენა (ყოველკვირეული ტესტი, სემინარი, საკონტროლო და ა.შ) შესაძლებელია სასწავლო დისციპლინის/კურსის სილაბუსში მითითებული ფორმით.
  10. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გაცნობა შესაბამისი კათედრებისა და სტუდენტებისათვის.
  11. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში.
  12. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                                            ა. ხელაძე      


View More

Order N: 22/23-01

თსუ რექტორის ბრძანება N95/01/01 20.07.2012 ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე შესრულების მიზნით,
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№23/23-01                                          03.10.2012

თსუ რექტორის ბრძანება N95/01/01 20.07.2012 ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე შესრულების მიზნით, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

Y2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის ძალაში რჩება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ.შ. ბრძანება N08/01-01 12.04.2012. ლექცია-სემინარების აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნას  დადგენილი ფორმით (იხ. დანართი 1);

  1. კათედრის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ბრძანების გაცნობა აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის;
  2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში;
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ა. ხელაძე     
View More

Order N: 23/23-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №147/01-01 (31.10 2012)
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№24/23-01                      01.11.2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №147/01-01 (31.10 2012) ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  • ჩატარდეს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები ტურიზმის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრებზე 2012 წლის 1_2 ნოემბერს;
  • კათედრის მიერ არჩევნების შედეგების წარმოდგენა დეკანატში განხორციელდეს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (კათედრების) სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათისა;
  • ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ დეკანატში ფაკულტეტის საბჭოს წარმომადგენელთა სია წარმოადგინოს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათზე;
  • ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
  • დაევალოს კანცელარიას ბრძანების ასლი გადასცეს კათედრებსა და სტუდენტურ თვითმმართველობას;
  • ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე

View More

Order N: 24/23-01

სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№25/23-01                                          21.11.2012

სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაევალოთ ტუტორის ფუნქციის შესრულება და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ოპტიმალური ფორმირებისათვის სტუდენტთა კონსულტირება, 2012-2013 სასწავლო წლის დასრულებამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგ თანამშრომლებს:
    •    ხათუნა ბერიშვილი ( ასოცირებული პროფესორი)
    •    ნატო კაკაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    მარინა ტაბატაძე (ასისტენტ პროფესორი)
    •    ლალი ხურცია (ასისტენტ პროფესორი)
    •    ლელა ჯამაგიძე (ასისტენტ პროფესორი)
    •    ვალერი არღუთაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    თამარ ლაზარიაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ნინო ფარესაშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ეკა გულუა (ასისტენტ პროფესორი)
    •    მალხაზ ფარცვანია (მასწავლებელი)
    •    ქეთევან ჩიტალაძე (პროფესორის ასისტენტი)
    •    თამარ ათანელიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ლეილა ქადაგიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    დავით ნერგაძე (ასისტენტ პროფესორი)
    •    ეკა მეყანწიშვილი (ასისტენტ პროფესორი)
    •    ხათუნა ჩხიკვაძე (პროფესორის ასისტენტი)
  2. ტუტორის ფუნქციის შესრულება 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  განხორციელდეს №1 დანართში მოცემული განრიგის მიხედვით.
  3. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მიაწოდოს ტუტორებს სასწავლო პროგრამები.
  4. დაევალოს კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დეკანის მოადგილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში.
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                         აკაკი ხელაძე

View More

Order N: 25/23-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№26/23-01                                          17.12.2012


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოწვევის წესი:
    ა)    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე იქმნება შესაბამისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    1.    ფაკულტეტის დეკანი;
    2.    აკადემიური პროგრამის კოორდინატორი/ხელმძღვანელი;
    3.    შესაბამისი აკადემიური პროგრამის განხორციელებაში ჩართული კათედრების ხელმძღვანელები;
    4.    დეკანის მოადგილე სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში;
    5.    ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსი.
    ბ)    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება დეკანის სახელზე, ავტობიოგრაფიული რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (არსებობის შემთხვევაში), ცნობა სხვა უნივერსიტეტ(ებ)ში აკადემიური დატვირთვის შესახებ;
    გ) კონკურსი (შერჩევის პროცესი) ტარდება ორ ეტაპად: I. კომისიის მიერ კონკურსანტის საბუთების განხილვა; II. პრეტენდენტთან გასაუბრება;
    დ) მოსაწვევი პირის შერჩევა განხორციელდება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის # 04/03 (18.08.2012) ბრძანების შესაბამისად;
    ე) კონკურსის შედეგების საფუძველზე კანდიდადტთა ერთიანი ბაზის ფორმირებას განახორციელებს დეკანის მოადგილე სამეცნიერო-საგანამანათლებლო სფეროში;
  2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                 აკაკი ხელაძე

View More

Order N: 26/23-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის თანახმად
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№27/23-01                                          17.12.2012


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის თანახმად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი,  ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების (2012 წლის 30 ნოემბერი) შესაბამისად და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანხმობით (წერილი № 6973/03;  10.12.2012); 
  2. ბრძანება ძალაში  შევიდეს გამოცემისთანავე;



ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                 აკაკი ხელაძე

View More

Order N: 27/23-01

2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

N #28/23_01                                                     28. 12. 2012

2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად  ჩატარების მიზნით:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
 
ბიზნესის  ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

თავმჯდომარე: სრ. პროფ. ი. კოვზანაძე
წევრები:  1. სრ. პროფ. ნ. თოდუა;
      2. სრ. პროფ. მ. მარგველაშვილი;
      3. სრ. პროფ. ე ხარაბაძე;
      4. სრ. პროფ. თ. შენგელია;
      5. სრ. პროფ. ი. მესხია;
      6. სრ. პროფ. დ. ნარმანია
      7. სრ. პროფ. გ. ღაღანიძე
     8. ასოც. პროფ. ე. ლაგვილავა;

მდივანი:  ასისტ.  პროფ.   ე. გულუა


ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

თავმჯდომარე: სრ. პროფ. ე. მექვაბიშვილი
წევრები:  1. სრ. პროფ. ე.ხარაიშვილი;
          2. სრ. პროფ. ს. გელაშვილი;
          3. სრ. პროფ. რ. გველესიანი;
          4. სრ. პროფ. ნ. ხადური;
          5. სრ. პროფ. ი. ანანიაშვილი;
         6. სრ. პროფ. მ. ტუხაშვილი
         7. სრ. პროფ. ქ. მარშავა
  
 მდივანი: ასისტ. პროფ. თ. ლაზარიაშვილი.

 1.     სამაგისტრო ნაშრომების დაცვა განხორციელდეს 2013 წლის 27 თებერვალს, 11.00სთ., თსუ X (მაღლივი) კორპუსში:
ბიზნესის  ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა _ აუდიტორია #515;
ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა _ აუდიტორია #513.
2.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
3.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე

View More

Order N: 28/23-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#29/23-01                                              28. 12. 2012

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოწვევის კონკურსი (შერჩევის პროცესი) 2013 წლის 3 იანვარს;
2.    შეიქმნას საკონკურსო კომისია  2013 წლის 8-11 იანვარს;
3.    კონკურსანტმა   დეკანის #26 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები:  განცხადება დეკანის სახელზე, ავტობიოგრაფიული რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (არსებობის შემთხვევაში), ცნობა სხვა უნივერსიტეტ(ებ)ში აკადემიური დატვირთვის შესახებ წარმოადგინოს 2013 წლის 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუკტეტის კანცელარიაში;
4.    განხორციელდეს  საკონკურსო საბუთების განხილვა, კონკურსანტთან გასაუბრება და ერთიანი ბაზის ფორმირება 2013 წლის 16-25 იანვარს;
5.    გამოცხადდეს კონკურსის შედეგები 2013 წლის 28 იანვარს;
6.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
7.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                 აკაკი ხელაძე

View More

Order N: 29/23-01

განკარგულება N 1
თსუ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 26 დეკემბრის #156 დადგენილების თანახმად ა. წ. 22 იანვარს #206 აუდიტორიაში ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები:

ეკონომიკის მიმართულება  _  12 00 სთ.
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება _ 15 00 სთ.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ., ასოცირ. პროფ.
                          ჯ. ჯანჯღავა

View More

Order N:

განკარგულება N 2
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტუტორების კომიტეტის ჩამოყალიბების შესახებ


დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტუტორების კომიტეტი ასისტენტ პროფესორების შემდეგი შემადგენლობით:

1.    ათანელიშვილი თამარი
2.    გიგიაშვილი ომარი
3.    გულუა ეკატერინე
4.    ვარდიაშვილი მაია
5.    ლაზარიაშვილი თამარი
6.    მუნჯიშვილი თეა
7.    ოქრუაშვილი ციური
8.    პაპაჩაშვილი ნინო
9.    ქადაგიშვილი ლეილა
10.    ქეშელაშვილი გიული
11.    ჩალიგავა თემური
12.    ჩიქობავა მალხაზი
13.    შაბურიშვილი შოთა
14.    ხარხელი მანანა
15.    ჯამაგიძე ლელა


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის მ.შ. ასოც. პროფ. 
                     /ჯ. ჯანჯღავა/

View More

Order N:

განკარგულება N 3
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტთა 2008-2009 სასწავლო წლის II სემესტრის შუალედური გამოცდის ჩატარების წესის შესახებ
1.    შუალედური გამოცდები ჩატარდეს 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით;
2.    შუალედური გამოცდების ორგანიზებულად ჩატარება უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (ბ. მღებრიშვილი) შესაბამისი საგნის კათედრებთან ერთად;
3.    შუალედური გამოცდები ჩატარდეს თანდართული განრიგის შესაბამისად (დანართი 1, 2);
4.    შუალედური გამოცდების პერიოდში, კერძოდ VIII კვირაში (22 – 26 აპრილი) პირველი კურსის სტუდენტები და IX კვირაში (27 აპრილი – 2 მაისის) მეორე კურსის სტუდენტები განთავისუფლდენენ ლექცია-სემინარებიდან;
5.    სტუდენტი ვალდებულია შუალედურ გამოცდაზე თან იქონიოს პირადობის მოწმობა და სტუდბილეთი;
6.    სემესტრული შუალედური გამოცდის შეფასების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა;
7.    სტუდენტი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე საგამოცდო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაეცნოს შუალედურ საგამოცდო ნაშრომს შესაბამის კათედრაზე;
8.    საგამოცდო ნაშრომის გაცნობა გულისხმობს მისი შინაარსის ადგილზე გაცნობას, ამონაწერების გაკეთებას, საკუთარი ხარჯებით ქსეროასლების მოთხოვნას;
9.    სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ შუალედურ გამოცდაზე მიღებულ შედეგს, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დასაბუთებული საჩივრით მიმართოს დეკანატს და მოითხოვოს საგამოცდო შედეგების გადასინჯვა;
10.    ფაკულტეტის დეკანის მ.შ.-ის დავალებით შესაბამისი საგნის კათედრის ხელმძღვანელის მიერ და მისი უშუალო მონაწილეობით შექმნილი საპრეტენზიო კომისია საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საჩივართან დაკავშირებით;
11.    დაუშვებელია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მომჩივანის საუარესოდ შეცვლა;
12.    საპატიო მიზეზით შუალედური გამოცდის გადავადების მოთხოვნა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გადავადების საპატიო საფუძველი. წერილობითი განცხადება შუალედური გამოცდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდება სტუდენტის ან მისი მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის და მისი სათანადოდ გადამოწმების საფუძველზე;
13.    გადაწყვეტილებას სტუდენტისათვის შუალედური გამოცდის გამეორების უფლების მინიჭების შესახებ იღებს უშუალოდ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;  

  ეკონომიკისა და ბიზნესის
  ფაკულტეტის დეკანის მ.შ.
                                       ჯ. ჯანჯღავა

View More

Order N:

განკარგულება N 4
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 2008-2009 სასწავლო წელს ზამთრის საგამოცდო სესიაზე სტუდენტების მიერ მიღებული შეფასებების გაუქმების შესახებ

1.    მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სტუდენტთა ნაწილი დამატებით გამოცდაზე დაშვებული იქნა აუცილებელი წინაპირობების დაცვის გარეშე – მათი სემესტრული შეფასება იყო 41 ქულაზე ნაკლები.
2.    აღნიშნულიდან გამომდინარე გაუქმებულია 33 სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებები დანდართული დანართი #1-ის შესაბამისად.
3.    დამატებითი გამოცდის შედეგების გაუქმების გამო დანართი #1-ში მოცემულ სტუდენტებს ავტომატურად გაუუქმდათ აკადემიური რეგისტრაცია საგნებში რომელთა წინაპირობაც იყო
-    ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
-    მიკროეკონომიკა 1;
-    ფინანსური აღრიცხვა 1;
-    სტრატეგიული მენეჯმენტი;
-    საერთაშორისო ეკონომიკა 1;
-    ეკონომიკის პრინციპები 1;
-    მენეჯმენტის საფუძვლები;
-    მათემატიკა ეკონომისტებისთვის;
-    ფული, ინვესტიციები და საბანკო საქმე.



ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ.შ. ასოც. პროფ.
               ჯ. ჯანჯღავა


View More

Order N:

განკარგულება № 5
1. დაინიშნოს  ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის 2008-2009 სასწ. წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ა. წ.  6-18 ივლისს..
2. დაევალოთ კათედრის ხელმძღვანელებს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღის დადგენა და საგამოცდო კომისიების წარმოდგენა  5 პროფესორის შემადგენლობით.                 




თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ., ასოცირ. პროფ.
             ჯ. ჯანჯღავა

View More

Order N:

გაკარგულება №6
2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:
ეკონომიკის მიმართულების სპეციალობები
1.    საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები - 16.07.2009
2.    ეკონომიკური პოლიტიკა - 16.07.2009
3.    მაკროეკონომიკა - 15.07.2009
4.    ეკონომეტრიკა - 15.07.2009
5.    აგრარული ეკონომიკა - 15.07.2009

ბიზნესის მიმართულების სპეციალობები
1.    ფინანსები და საბანკო საქმე - 16.07.2009
2.    ბუღალტრული აღრიცხვა - 17.07.2009
3.    მარკეტინგი - 17.07.2009
4.    ბიზნესის ადმინისტრირება კონცენტრაციით ტურიზმსა და მასპინძლობის მენეჯმენტში - 17.07.2009
5.    საერთაშორისო მენეჯმენტი - 17.07.2009


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მ. შ.,
ასოცირ. პროფესორი
                                          გ. თუთბერიძე

View More

Order N:

განკარგულება № 7
აკადემიური საბჭოს 06.07.2009 #235 და #236 დადგენილებების - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველ და/ან გადმოსულ, აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი" და "უცხოეთის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის", - შესაბამისად  შეიქმნას კრედიტების აღიარების დროებითი საფაკულტეტო კომისია:
1.    გოჩა თუთბერიძე – პროგრამის ხელმძღვანელი;
2.    ლარისა ყორღანაშვილი – პროგრამის ხელმძღვანელი;
3.    ემზარ ჯგერენაია – ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი;
4.    ბაბულია მღებრიშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
5.    ირმა მშვენიერაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
6.    ლალი კობახიძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
7.    ეკა ლეკაშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
8.    ირინე მამამთავრიშვილი – ლაბორანტი;
9.    ირმა ტყემალაძე – ლაბორანტი.


ფაკულტეტის დეკანის მოადგილის  მ.შ.,
ასოცირებული პროფ.
                                       გ. თუთბერიძე

View More

Order N:

განკარგულება № 8
2009–2010  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  საბაკალავრო  ნაშრომების  დამატებითი დაცვა  ყველა კათედრაზე ჩატარდეს  14  და  22  სექტემბერს 10.00 საათზე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის მ. შ. სრული პროფესორი
                                    ე. ხარაბაძე
View More

Order N:

განკარგულება №9
აკადემიური საბჭოს 06. 07. 2009 #235 და #236 დადგენილებების – “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველ  და/ან გადმოსულ , აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” და “უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის”, _  შესაბამისად 2009-2010 სასწავლო წლისთვის შეიქმნას კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.    ნოდარ ხადური _ პროგრამის ხელმძღვანელი;
2.    ნუგზარ თოდუა _ პროგრამის ხელმძღვანელი:
3.    ბაბულია მღებრიშვილი _ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
4.    ირმა მშვენიერაძე _ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
5.    ლალი კობახიძე _ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
6.    ეკა ლეკაშვილი _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
7.    ია ნაცვლიშვილი¬ _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
8.    ირინე მამამთავრიშვილი _ ლაბორანტი;
9.    ირმა ტყემალძე _ ლაბორანტი.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის მ. შ. სრული პროფესორი
                   ე. ხარაბაძე
View More

Order N:

განკარგულება N 10
  დაინიშნონ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებად:
1.    ეკონომიკის მიმართულება – სრული პროფესორი ნოდარ ხადური;
2.    ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება - სრული პროფესორი ნუგზარ თოდუა;

 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანი, სრული პროფესორი
                          ე. ხარაბაძე
View More

Order N:

განკარგულება № 11
შეიქმნას ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდის განმკარგავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დეკანის მ. შ., სრული პროფ. ელენე ხარაბაძე  _ თავ-რე;
წევრები:
1.    სრული პროფ. იური ანანიაშვილი;
2.    ასოცირ. პროფ.  დავით ნარმანია;
3.    სტუდენტური თვითმმართველობის თავ-რე გიორგი გაფრინდაშვილი.
 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანი, სრული პროფესორი 
                                 ე. ხარაბაძე
View More

Order N: