2023 წლის 15 ივნისს დაფინანსდა ერასმუს + სტუდენტთა და აკდემიური პერსონალის მობილობის სამწლიანი პროექტი მალმოს უნივერსიტეტსა (შვედეთი) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის (2023-1-SE01-KA171-HED-000131925).
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების დეპარტამენტისა და მალმოს უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების ცენტრის ერთობლივი აქტივობების განხორციელება, როგორიცაა
ერთობლივი სწავლება (job shadowing), ტრენინგ-კურსები ინოვაციური პედაგოგიური უნარების, მათ შორის, ციფრული უნარების გასავითარებლად, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. პროექტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას მალმოს და თსუ-ს შორის ერთობლივი კვლევების განხორციელებისა და სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივ პუბლიკაციების მიმართულებით.