Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი

კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი (კგი)  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში დაარსდა 2014 წელს. ინსტიტუტის მიზანია თეორიული და გამოყენებითი კვლევების წარმართვა კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, კლინიკურ და ექსეპრიმენტულ ნეიროფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში. 

ინსტიტუტის ფარგლებში ხორციელდება კვლევები შემდეგი მიმართულებებით:

კოგნიტურ ფსიქოლოგია
 

•    რიგიდულობა და განწყობის გადანაცვლება;
•    მუშა მეხსიერების სისტემების კვლევა;
•    ვიზუალურ-სივრცითი წარმოდგენები მეხსიერებაში, აზროვნებასა და მეტყველებაში;
•    პრაგმატული მეტყველება და მისი განვითარების ასპექტები;
•    ინტელექტუალური ფუნქციონირებისა და ემოციური ინტელექტის მიმართება;
•    კომპიუტერის გავლენა კოგნიტური სტრუქტურების განვითარებაზე;
•    ემოციური სფეროსა და ემოციების სისტემების კვლევა
•    გადაწყვეტილების მიღება და მასზე მოქმედი ფაქტორები.


კლინიკური და კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია


სხვადასხვა მდგომარეობით გამოწვეული დარღვევების ნეიროფსიქოლოგია:
•    ჯანმრთელი ხანშიშესული და დემენციის მქონე პირების ნეიროფსიქოლოგიური დიფერენციული დიაგნოსტიკის კრიტერიუმების შემუშავება;
•    იმპლიციტური მეხსიერება, იმპლიციტური დასწავლა და პრაიმინგი თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს;
•    ეპილეფსიური და არაეპილეფსიური გულყრების დიფერენციული ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა;
•    ეპილეფსიის ფსიქო-სოციალური პრობლემები;
•    ემოციური სფერო და პიროვნების მახასიათებლები ეპილეფსიის დროს;
•    ეპილეფსიის მქონე ბავშვების განვითარებაზე ანტიკონვულსანტების მოქმედების ეფექტები;
•    თვით-მართვა და თვით-ეფექტურობა ეპილეფსიის დროს და მკურნალობის გამოსავალი;
•    მუშა მეხსიერება შუბლის და საფეთქლის ეპილეფსიების დროს.
•    განწყობის გადანაცვლების ეფექტი თავის ტვინის ლოკალური დაზიანების დროს;

ბავშვთა განვითარების და მისი დარღვევების ნეიროფსიქოლოგია:

•    სენსორული ინტეგრაცია, სენსო-მოტორული უნარების განვითარება და მათი კავშირი აკადემიურ მიღწევებთან;
•    კითხვის დარღვევების პრედიქტორების კვლევა სკოლამდელ ასაკში;
•    კითხვისა და წერის განვითარების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური რემედიაცია: კოგნიტური, ქცევითი და ემოციურ-კოგნიტური. 
•    უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი ბავშვებში და მათი კავშირი ქცევით აშლილობებთან;
•    აუტიზმისა და მეტყველების სპეციფიკური დარღვევების ქცევითი და ლინგვისტური პატერნები;
•    „გონების თეორია“ და აღმასრულებელი ფუნქციონირების განვითარება აუტიზმის მქონე, ინსტიტუციონალიზებულ  და კომპიუტერზე დამოკიდებულ ბავშვებთან. 
•    მხედველობით-სივრცითი და ვერბალური უნარების განვითარება და თავის ტვინის ატიპური ფუნქციური ასიმეტრია დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში;
•    ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების დარღვევები სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და მათი ელექტროფიზიოლოგიური კორელატები;
•    მშობლის ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის როლი ბავშვის ნეიროგანვითარებაში;


ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია:
•    ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის  სხვადასხვა მიდგომების გამოსავლის შეფასება და მათი თეორიული ანალიზი
•    ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ჰოლისტური მიდგომის ეფექტურობის კვლევა.

ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
•    განწყობის თეორია თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კონტექსტში.
•    კულტურული კონტექსტები და პიროვნების თეორიები.     
•    ფსიქოლოგიური სისტემების ინტეგრაცია კულტურულ პრაქტიკაში. 
•    კულტურული პრაქტიკა და  პიროვნების, ემოციების,  სუბიექტურობის ფორმირების სტრატეგიები: კულტურული მოდელები, როგორც მენტალური კომპლექსები. 
•    დროისა და სივრცის აღქმის კულტურული ვარიაციები და გავლენა რეალურ ყოფით პრაქტიკაზე. 
•    სოციალიზაციის კულტურულ-სპეციფიკური მოდელები და მათი ეფექტები ყოველდღიურ ცხოვრებაში; განვითარებისა და ინკულტურაციის გზები,  კულტურულ-სპეციფიკური სინდრომი.
•    ინდივიდუალურ და კულტურულ მნიშვნელობათა ურთიერთმიმართებები (ფსიქოსემანტიკური კვლევები).
•    მენტალურ-ისტორიული ცნობიერების გამოვლინებები თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაში (ექსპერიმენტული კვლევები, ქართული ქეისები).
•    სოციალური კაპიტალი ანთროპოლოგიურ კონტექსტში.
•    დევიაციის ანთროპოლოგია.
•    ბავშვობის და ახალგაზრდობის ანთროპოლოგია: ბავშვობის კონცეპცია საქართველოში და კროსკულტურული შედარებები, „ბავშვური“ და მისი გამოვლინებები კულტურაში, თანატოლთა ჯგუფების წევრობა, როგორც სოციოკულტურული ინტეგრაციის საშუალება.
•    ნათესაობა  - მშობლობა და მისი ფორმირების კულტურული პრაქტიკები, დედის კულტის ტრანსფორმაციის პროცესი და მამობის ფენომენი საქართველოში. 
•    კოლექტივიზმის ტიპები.  ქართული კოლექტივიზმი.
•    ქართველები - ავტოპორტრეტი, „სხვების“ პორტრეტი; „დიდი ხუთეული“ - პიროვნული თვისებები; კაუზალური ატრიბუცია, ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა, კოგნიტური დისონანსი, თვითგამოხატვა, უნიკალობა, დამოუკიდებლობა.
•    ქართველები - ჯგუფზე მიჯაჭვულობა, ნათესაობა და ინტერსუბიექტურობა; კონფორმულობა, როგორც სოციალური სენსიტიურობა და ნორმა. „ინდივიდუალისტური თანამედროვეობის“ სინდრომი. 
•    ინდივიდუალისტურ/კოლექტივისტური ტენდენციები სოციალური ცვლილებების კონტექსტში.
•    სქესი და გენდერი - თვითშეფასების გენდერული ასპექტები საქართველოში. 
•    ეკოლოგიური გარემო, როგორც კოლექტიური აზროვნებისა და ქცევის რეგულატორი.
•    ჯანმრთელობა. კულტურული გამოცდილება და ფსიქიკური ჯანმრთელობის  ფორმირება. ცნება „ნორმალურობა“. თერაპევტიული „სამკუთხედი“ მიკრო-დონეზე: პაციენტი, ექიმი და პაციენტის „პატრონი“ (მშობლები და ნათესავები); ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კვლევა (ქართული ქეისი). 
•    სწავლა - ფსიქოანთროპოლოგიური პერსპექტივები: სწავლების ანთროპოლოგიური და ფსიქოლოგიური მოდელები, სწავლების დროით-სივრცული კოორდინატები,  ბავშვები, როგორც სწავლების სუბიექტები და ობიექტები. 
•    თანამედროვე საქართველო - ბიფოკალურობა (დიქოტომია „მოდერნი-ტრადიცია“, ლოკალური და გლობალური). 
•    თანამედროვე საქართველო - ოჯახი და ქორწინება, წარმოდგენები ინტიმზე, ქორწინებასა და სიყვარულზე. მარტოობა. 
•    თანამედროვე საქართველო - კულტურული პრაქტიკა და საზოგადოებრივი რესურსების მართვა, მენეჯმენტი.
•    სხეულის ანთროპოლოგია: სხეულისადმი ფენომენოლოგიური მიდგომები, სხეულებრივი ნორმები, სრულყოფილი სხეულის კონცეპცია, სხეულის კროსკულტურული აღქმები.