რექტორის 2021 წლის 10 ივნისის №87/01/01 ბრძანების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კონკურსანტებთან გასაუბრება - პრეზენტაციები ჩატარდება 5 აგვისტოს.
მაია მანჩხაშვილი - 11:20 სთ
გიორგი მელიქიძე - 12:20 სთ
ალექსანდრე წურწუმია - 13:20 სთ
გასაუბრებაზე კონკურსანტმა კომისიის მიერ შერჩეული სილაბუსიდან საკუთარი სურვილით უნდა წარმოადგინოს ერთი სალექციო თემა. გასაუბრება ჩატარდება „ზუმის“ საშუალებით და უზრუნველყოფილი იქნება გასაუბრება-პრეზენტაციის ჩაწერა. გასაუბრების ბმული კონკურსანტებს მიეწოდებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საკონკურსო კომისია