Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით მიმდინარეობდა კვლევა, რომელიც შეეხებოდა - „SARS-COV-2 ით გამოწვეული ინფექციის შესახებ ინფორმირებულობის დონის შეფასებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის.“ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა 400-მდე სტუდენტი. კვლევაში გამოყენებულია ჯანმო-ს მიერ მოწოდებული კითხვარის მოდიფიცირებული ვერსია. ამჟამად მიმდინარეობს მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება SPSS-ში, რის შემდეგაც გამოქვეყნდება არსებული შედეგები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა SARS-COV-2 ით გამოწვეული ახალი კორონავირუსული ინფექციის შესახებ ინფორმირებულობის ხარისხის დადგენა, საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებში პრევენციული ზომების დაცვის დონის შეფასება, კომუნიკაციის ხარისხის შემოწმება პოპულაციასა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის – კვლევის ხელმძღვანელია პროფ. ნინო შარაშიძე - თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრის ხელმძღვანელი.