Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის კათედრა

 

1995 წელს ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი სამედიცინო განათლების აღდგენასთან ერთად ჩამოყალიბდა სხივური დიაგნოსტიკის, რენტგენოლოგიის კათედრა, ხოლო 2000 წლიდან სამედიცინო რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრა.

1995-2000 წლებში კათედრა ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა იყო პიროვნება, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს დიდი ტრადიციების მქონე ქართული მედიცინის, რენტგენ-რადიოლოგიის ქართული სკოლის წინაშე. იგი იყო უნივერსიტეტში მედიცინის სწავლების აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი. მან განვითარების სრულიად ახალ, თანამედროვე  საფეხურზე აიყვანა მეცნიერების ეს დარგი და შექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური სამეცნიერო შრომები. მისი ხელმძღვანელობით გაიზარდა ექიმთა და მეცნიერთა არაერთი თაობა.  მეცნიერისათვის ალბათ არ არსებობს მეტად საპატიო და ღირსეული ამოცანა, ვიდრე ზრუნვა საკუთარი ერის ჯანმრთელობაზე და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაზე - ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს იგი ემსახურებოდა დიდი თავდადებით!

არსებობის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 200-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მონოგრაფიებში:

  • თავის ტვინის დაავადებათა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია( თბილისი, 2001)
  • ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თბილისი, 2001)
  • საყლაპავი მილის, კუჭისა   და თორმეტგოჯა   ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი (თბილისი, 2001)
  • ექსტრაკრანიული   სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა (თბილისი, 2014)
  • პორტული ჰიპერტენზიის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (2015)

 

სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის კათედრა მონაწილებდა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესების, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის კონგრესების ორგანიზებაში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებში:

  • რადიოლოგია ათასწლეულის მიჯნაზე (2000)
  • ახალი ტექნოლოგიები ახალ ათასწლეულში (2001)
  • ახალი ტექნოლოგიები რადიოლოგიაში (2002)
  • ახალი მიმართულებები რადიოლოგიაში და ინტერვენციულ მედიცინაში (2007)
  • ჰიპერთერმია კლინიკურ ონკოლოგიაში (2011)
  • ონკოლოგიურ დაავადებათა რადიოლოგიური დიაგნოსტიკა თხემიდან ტერფამდე (2018)

 

კათედრის თანამშრომლები:

სოფიო კახაძე - პროფესორი, კათედრის გამგე

მამუკა გურგენიძე - ასოცირებული პროფესორი

ვალერიან აბულაძე - ასისტენტ-პროფესორი

მერაბ ბერაია - ასისტენტ პროფესორი