დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა
1994 წლიდან, თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის აღდგენის დღიდან იკითხებოდა დერმატო-ვენეროლოგიის ციკლი, რომლის სასწავლო ბაზად შეირჩა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სხვადასხვა წლებში ციკლს ხელმძღვანელობდნენ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები ლალი ხოტენაშვილი და ბადრი ჩლაიძე,
2006 წლიდან ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტი, რომელმაც ფუნქციონირება განაგრძო იგივე კლინიკურ ბაზაზე, ხოლო შემდეგ დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის სახელწოდებით 2013 წლიდან - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ბაზაზე.
კათედრის გამგე 2006- 2023 წლებში გახლდათ პროფესორი გიორგი გალდავა, ხოლო 2024 წლიდან დღემდე კათედრას ხელმძღვანელობს პროფესორი თინა ქიტუაშვილი.
კათედრა აქტიურადაა ჩართული როგორც სტუდენტების სწავლების პროცესში, ასევე რეზიდენტების და დოქტორანტების მომზადებაში. 2013 წლიდან დღემდე კათედრაზე დერმატო-ვენეროლოგიაში მომზადება გაიარა 36-მა რეზიდენტმა, ხოლო 4-მა დოქტორანტმა წარმატებით მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი. დღეისათვის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრაზე მომზადებას გადის 6 რეზიდენტი და აქტიური სტატუსის მქონე 6 დოქტორანტი.
კათედრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო და საერთაშორისო კლინიკური კვლევების პროექტებში, მრავალ ევროპულ და მსოფლიო კონფერენციაზე თუ კონგრესზე არის მოხსენებული კათედრაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები.
დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის მიერ ორგანიზებული იყო არაერთი საერთაშორისო კონფერენცია თუ კონგრესი:
25th IUSTI Europe Congress, 23-25 September 2010, Tbilisi, Georgia;
2nd South Caucasian Conference on the Rare Diseases and Orphan Drugs, 27-28 October 2011, Tbilisi, Georgia;
4th World Congress on Teledermatology, 4-6 October 2012, Tbilisi, Georgia;
17th meeting of the European Hair Research Society, 24-26 June, 2016, Tbilisi, Georgia.
2015 წელს კათედრის თანამშრომლების ავტორობით უნივერსიტეტის მიერ გამოცემული იქნა სახელმძღვანელო - “დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი“.
2023 წელს დერმატო-ვენეროლოგიის კათედრას მიენიჭა წლის საუკეთესო კათედრის წოდება (იხილეთ ფოტოგალერეა).
დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის თანამშრომლები:
გიორგი დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი
მანანა სულაბერიძე - მოწვეული ლექტორი
თამარ დარჯანია - მოწვეული ლექტორი
.