Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გადაუდებელი ქირურგიის და კრიტიკული მედიცინის კათედრა

1996 წელს  თსუ-ში  მედიცინის ფაკულტეტის აღდგენის დღიდან დაარსდა  გადაუდებელი ქირურგიის და კრიტიკული მედიცინის კათედრა. კათედრის გამგე არის  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ზურაბ ჩხაიძე.

 

კათედრის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია მდიდარი პრაქტიკული საექიმო  და სამეცნიერო კვლევითი გამოცდილების მქონე კადრებით. კათედრის ასოც. პროფესორი  მამუკა ჩხაიძე, ასისტენტ-პროფესორი - ეკა ქურდაძე, მოწვეული პედაგოგები: მედიცინის დოქტორი თამაზ გვენეტაძე, გიორგი მწყერაშვილი. კათედრის თანამშრომლების მიერ, მისი დაარსების დღიდან გამოცემულია 3 მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატია. კათედრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სამეცნიერო და საერთაშორისო კლინიკური კვლევების პროექტებში. მრავალ ევროპულ და მსოფლიო კონფერენციებზე და კონგრესებზე არის მოხსენებული კათედრაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები.  კათედრა განთავსებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ვივამედი-ს ბაზაზე. აქტიურადაა ჩართული პოსტდიპლომური განათლების პროცესში (რეზიდენტები, დოქტორანტები).

 

კათედრის თანამშრომლები:

ზურაბ ჩხაიძე   - პროფესორი, კათედრის გამგე

მამუკა ჩხაიძე ასოცირებული პროფესორი

ეკა ქურდაძე  ასისტენტ - პროფესორი

თამაზ გვენეტაძე -  მოწვეული ლექტორი

გიორგი მწყერაშვილი - მოწვეული ლექტორი