Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

„კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა“

2021 წლის ივნისი

2021 წლისივნისის მეორე ნახევარში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა”.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:

  • კულტურათაშორისი ურთიერთობის პრობლემები
  • კოლექტიური მეხსიერების პრობლემები
  • კულტურისა და მეხსიერების პოლიტიკის საკითხები
  • იდენტობის პრობლემები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კულტურული ასპექტები

და სხვა დაკავშირებული საკითხები.

 

მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური და აბსტრაქტი 250 სიტყვის ოდენობითუნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე icstbilisi@gmail.com

აბსტრაქტს უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ (სახელი და გვარი, უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, სწავლის საფეხური).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მაისი. ინფორმაციაორგანიზატორთაგადაწყვეტილების შესახებ - 31 მაისი.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ჩხაიძე

ტელ: 599 622302

ელ-ფოსტა: irakli.chkhaidze@tsu.ge