Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2023 წლის 13-14 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 20 მარტამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
 
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
 
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.


სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა კონფერენციაში.

თეზისების გასაფორმებლად გამოიყენეთ აფას სტილი.
იხ. თესისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი