თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა 6 ივნისს გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას "ისტორიული ემიგრაცია - თანამედროვე გადასახედიდან".
კონფერენცია გაიხსნება 6 ივნისს, 11 საათზე, 202-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. ღონისძიების პროგრამაში.