Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურთა VIII საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით 2022 წლის 6-8 ივნისს ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით) გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“. კონფერენცია ეძღვნება ბერძნულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

 

კონფერენციაში მონაწილეობს 40 სტუდენტი 9 ქვეყნიდან/ოთხი კონტინენტიდან (საქართველო, საბერძნეთი, იტალია, გერმანია, შოტლანდია, ირლანდია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, შრი-ლანკა).

 

კონფერენციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ ქუთაისის, ბათუმისა და აგრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ კლასიკურ, ბიზანტიურ და ახალ ბერძნულ ფილოლოგიას, არამედ ქართულ და ინგლისურ ფილოლოგიას, ფილოსოფიას, ლიტერატურათმცოდნეობას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიას, არაბისტიკას, არქეოლოგიას, სამართალს.

 

კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტურ წრეებში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას, სწავლების პროცესში ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვას, სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებას, სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას.

 

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2022 წლის 6 ივნისს, 18.00 საათზე მისასალმებელი სიტყვებითა და ინგლისურენოვანი საერთაშორისო სექციით. კონფერენციის გახსნა და საერთაშორისო სექციები წარიმართება ონლაინ ფორმატში პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარია თეოდორუ, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ინსტიტუტის დირექტორი ლევან გიგინეიშვილი.

 

კონფერენციის დახურვა გაიმართება 2022 წლის 8 ივნისს 19.00 საათზე ასევე ონლაინ ფორმატში პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგება პეტროს კაპსასკისი, კულტურული დიპლომატიის ბერძნული ინსტიტუტის პრეზიდენტი, რომელთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და საბერძნეთის შორის, განსაკუთრებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.