ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას
,,თანამედროვეობის მორალური გამოწვევები”
მოხსენებისათვის შერჩეული თემა სასურველია ეხმიანებოდეს მორალის ფილოსოფიისა და ეთიკის პრობლემატიკას.
თეზისების გაფორმების წესი
1. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად 14 ზომის შრიფტით.
2. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად 12 ზომის შრიფტით.
3. ფაკულტეტის, პროგრამის და კურსის დასახელება ქართულად და ინგლისურად
4. სამეცნიერო ხელმძღვანელის გვარი, სახელი, სამეცნიერო წოდება ქართულად და
ინგლისურად 12 ზომის შრიფტით.
5. თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად გამოყენებული ლიტერატურის
სიითურთ (MS Word ფორმატით) 12 ზომის შრიფტით.] (Sylfaen) ფონტით
დაბეჭდილი
6. თეზისების ძირითადი ტექსტი გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ
ინგლისურ ენაზე; ლიტერატურის სიისთვის გამოიყენეთ ტერმინი: References
(MS Word და .pdf-ფორმატით)
7. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე
8. ტექსტის მოცულობა- 300 სიტყვა.
9. წარმოდგენილ თეზისს უნდა ყავდეს ერთი ავტორი. ავტორთა კოლექტიური
განაცხადი არ მიიღება
10. თეზისებს უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
11. კონფერენციაში მონაწილეთა ვინაობას დაადგენს კომისია და შეატყობინებს
ავტორს.
კონფერენცია ჩატარდება 2026 წლის 9 ივნისს.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი, საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება სტუდენტთა ინდექსირებულ ჟურნალში“ზნენი“
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ მოგვაწოდეთ თეზისები 30 მაისამდე ელმისამართზე: anastasia.zakariadze@tsu.ge