Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია: იაკობ გოგებაშვილი –180

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა და თსუ პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 27 ოქტომბერს გამართავენ იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – იაკობ გოგებაშვილი – 180

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 ოქტომბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: 

tsuconference@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
თეზისის მოცულობა: მაქსიმუმ 200-300 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

გამოიცემა კონფერენციის თეზისები.

საკონტაქტო პირი:  ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი

593162044