Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია – ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს რიგით მეოთხე კონფერენციას: ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში.

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად Zoom-ის პლატფორმაზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს. გთხოვთ, ა. წ. 15 დეკემბრამდე განსახილველად წარმოადგინოთ მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად, რომელშიც გამოკვეთილი იქნება ის სიახლე ქართული ლიტერატურის ისტორიის თუ ქართული ლიტერატურული კრიტიკის თვალსაზრისით, რასაც შემოთავაზებული მოხსენება ეძღვნება.

კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

კონფერენციის კოორდინატორები:

თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 252518

ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 13 60 11.

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13; ელ. ფოსტა: kartvelologist@gmail.com;  makaradze85@gmail.com; lomidze.kote1@gmail.com