Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე

მიმდინარე წლის 25-27 ივნისს,  თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე.

 

სხდომები ჩატარდება თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

 

კონფერენცია ეძღვნება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ისტორიული ხევი, თრუსო) წარსულისა და თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოსა და საზღვარგარეთის აღიარებული სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებებიდან. კონფერენციის მიზანია: აკადემიური წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის ამ რეგიონში უძველესი დროიდან დღემდე მიმდინარე ეთნო–კულტურული და ისტორიული პროცესების ობიექტურად გაშუქება; ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი კომპლექსური კვლევითი პროექტების დაგეგმვა; კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია.

                                                      

კონფერენციის თანამონაწილე ორგანიზაციებია:

საქართველოს ეროვნულიმუზეუმი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (BRG BRG-II-19-137) და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით.

კონფერენციის პროგრამის და მასალების სანახავად, ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: https://caucasiangate.tsu.ge