Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2022 წლის 14-15 აგვისტოს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  გამართავენ ცნობილი არქეოლოგის, პროფ. შოთა ჩართოლანის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. 

 

კონფერენცია ჩატარდება  მესტიაში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

 

კონფერენციის თემატიკა:  არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია,  ხელოვნებათმცოდნეობა, დემოგრაფია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ფოლკლორული ისტორია, ენათმეცნიერება, კულტუროლოგია, გეოლოგია, ფოლკლორი, სპორტის ( ალპინიზმის) ისტორია და  სხვა. 

 

სამუშაო ენა: ქართული.

 

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.  

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

მასალების მიღების ბოლო დღე : 2022 წლის 20 ივლისი  18 საათი.

 

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის  14-15 აგვისტო

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა ვორდის ფაილით  უნდა გამოგზავნოს:

მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, სამეცნიერო ან სასწავლო  დაწესებულების  სახელწოდება,   ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, მოხსენების ანოტაცია.

 

ანოტაციის გაფორმების წესი: 

 Microsoft Word დოკუმენტი, მაქსიმუმ 200 სიტყვა. შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი -Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman).

 

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:  svanetimuseum@gmail.com 

 

შერჩეული მოხსენებების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2022 წლის 30  ივლისის 18:00 საათამდე.