Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ოთარ ბაქანიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ლიტერატურათმცოდნეობა: ისტორია, პერსპექტივები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, უკრაინისტიკის ცენტრი და ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ინსტიტუტი 31 მარტს გამართავენ პროფესორ ოთარ ბაქანიძისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას – ლიტერატურათმცოდნეობა: ისტორია, პერსპექტივები და გამოწვევები.

 

 

ოთარ ბაქანიძე იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  თსუ ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის დამაარსებელი, 2007 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტს, იყო ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, პავლო ტიჩინას სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, უკრაინის სახელმწიფო ოთხი ორდენის კავალერი, ავტორი 40 მონოგრაფიისა, დაჯილდოებული „ღირსების ორდენით“ და ივანე ჯავახიშვილის მედლით. იგი იკვლევდა უკრაინულ ლიტერატურას, ქართულ-უკრაინულ ლიტერატურულ,  კულტურულ და თეატრალურ ურთიერთობებს.

 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე ).

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა თეზისები 2021 წლის 12 მარტამდე უნდა  გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ukrainistika@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.

თეზისების მოცულობა 200-400 სიტყვა თითოეულ ენაზე.

ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1,15.

 

საერთაშორისო  კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

კონფერენციის სამუშაო ენები –  ქართული, ინგლისური, უკრაინული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

პლენარული სხდომის მომხსენებლები:

ნანა გაფრინდაშვილი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

იგორ დოლგოვი - უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

ნიკოლა ჟულინსკი – უკრაინა, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი;

ლუდმილა გრიციკი – უკრაინა, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი;

სვიატოსლავ პილიპჩუკი – უკრაინა, ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;

ტატიანა დაგოვიჩი – გერმანია, მიუნსტერის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი;

ანა დუგანჩიჩი – ხორვატია, ზაგრების უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი.

 

საკონტაქტო პირები:  თსუ უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო ნასყიდაშვილი, თსუ უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი, თსუ უკრაინისტიკის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე.

თსუ, V კორპუსი, ოთახი 316