თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 14 ივნისს გამართავს პროფესორ კორნელი დანელიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ XVIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 13 მაისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება. თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.