Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – „XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 21 დეკემბერს გამართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – „XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ  შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.


თეზისების გაფორმების წესი:  
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა/თეზისები და სამეცნიერო შრომების კრებული. 

სტატიების მიღების ვადა: 10 დეკემბერი.

იხ. სტატიების გაფორმების წესი.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი თამარ შარაბიძე