Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მრგვალი მაგიდა „უკრაინისმცოდნეობითი კვლევები – ქართული და ევროპული გამოცდილება“

2023 წლის 18 მაისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფააკულტეტზე, პროფ. ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა „უკრაინისმცოდნეობითი კვლევები – ქართული და ევროპული გამოცდილება“. ძირითადი მომხსენებლები იყვნენ აკადემიკოსი თამარა ჰუნდოროვა და პროფესორი, თსუ საპატიო დოქტორი, ლუდმილა ჰრიციკი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხორვატი მეცნიერები, ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინისტიკის კათედრის წარმომადგენლები – ანა დუგანჯიჩი, სილვია ჰრალუკი, დარია პავლეშენი და დომაგოი კლიჩეკი. განხილული იქნა უკრაინისმცოდნეობის განვითარების ნაციონალური სამეცნიერო ტრადიციები და მათი მიმართება თანამედროვე ტრანსნაციონალურ კვლევებთან, კვლევისა და სწავლების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები, ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების ჩათვლით. დისკუსიის განხილვის მთავარი საკითხი იყო ცნობილი ლიტერატურათმცოდნის, თამარა ჰუნდოროვას უახლესი მონოგრაფია „ლესია უკრაინკა“, რომელიც ეძღვნება უკრაინული ლიტერატურის ადგილს ევროპულ მოდერნისტულ ლიტერატურაში.