Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-6 სამეცნიერო კონფერენცია „შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები ინტერდისციპლინური კვლევების სპექტრში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება 2021 წლის 15-16 აპრილს ატარებს მე-6 სამეცნიერო კონფერენციას „შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები ინტერდისციპლინური კვლევების სპექტრში“.

კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური და გენდერული საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და მაგისტრებს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე 2021 წლის 20 მარტამდე შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge.

კონფერენციის რეგლამენტი:  მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.

თეზისების გაფორმების წესი:  ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5, მოცულობა - მაქსიმუმ 250 სიტყვა.

საკონტაქტო პირები: ნანა გელაშვილი   nana.gelashvili@tsu.ge; თათია მემარნიშვილი tatia.memarnishvili@tsu.ge