Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი კავკასია - ინტერდისციპლინური კვლევები II ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები

ორგანიზატორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

თანამონაწილე - მესტიის ეროვნული მუზეუმი

ჩატარების ადგილი: მესტია, საქართველო
ჩატარების თარიღი: 25 - 28 აგვისტო, 2022 წ.

 

კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

 

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა კავკასიოლოგიურ თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონგრესზე გასატანად. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის მინორიტარულ ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ენათა ფუნქციონირების საკითხებს; ასევე კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხება, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიურ და ლინგვისტურ კვლევებთან.

 

კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:

  • ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)
  • ისტორია (2 სექციად)
  • არქეოლოგია
  • კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
  • ეთნოლოგია
  • ფოლკლორი, ლიტერატურა
  • ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა
  • კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია, გენეტიკური კვლევები

 

მნიშვნელოვანი თარიღები


თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2022 წ.


შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 15 ივლისი, 2022 წ.
მოხსენებათა (სასტენდო, ზეპირი) წარდგენის ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2022 წ.
მასალების წარდგენის წესი - ორ ენაზე სამუშაო ენებიდან
მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა ერთ ენაზე
შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის – Times New Roman
შრიფტის ზომა: 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1,5.
ფორმატი: როგორც MS Word, ასევე PDF.
თეზისები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოგზავნეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: CONGRESSKAF@gmail.com


რეგლამენტი
პლენარული სხდომის მოხსენება – 25 წუთი
მოხსენება (პრეზენტაცია) – 20 წუთი


იხ. კონგრესის ინგლისური და რუსული საინფორმაციო წერილები.