თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2023 წლის 17-19 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც მიეძღვნება თსუ კავკასიურ ენათა კათედრის დაარსების 90 წლის იუბილეს.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აგვისტო.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. თანდართული დოკუმენტი.