Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირანისტიკისა და სპარსული ენის სწავლების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, გამოთქვამს მზადყოფნას:

 

  • უზრუნველყოს სწავლის საფასურით სტუდენტები, რომლებიც 2021 წელს აირჩევენ ირანისტიკის მიმართულებას;

 

  • ირანისტიკის განყოფილების სტუდენტები მოამარაგოს სპარსული ენის უახლესი სახელმძღვანელოებითა და მათი ციფრული ვერსიებით;

 

  • ხელი შეუწყოს სამივე საფეხურის სტუდენტების ჩართვას სპარსული ენის ცოდნის ასამაღლებელ ონლაინ კურსებში;

 

  • მიანიჭოს სტიპენდიები გამორჩეული სტუდენტებისათვის ირანის წამყვან უმაღლეს სასაწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად;

 

  • პანდემიის დასრულების შემდეგ ხელი შეუწყოს ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გრძელ და მოკლევადიან სასწავლო გაცვლით პროგრამებში მათ მონაწილეობას;

 

  • სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სათანადოდ ფლობენ სპარსულ ენას,  შესთავაზოს ინდივიდუალური პროექტები (ტექსტის თარგმნა, ვებ-გვერდისთვის მასალის მომზადება და სხვ.) შესაბამისი ანაზღაურებით;

 

  • დაეხმაროს მათ, მათი ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში, კერძო სექტორში დასაქმებაში;

 

  • ირანული ფილმების (სპარსულ ენაზე და/ან დუბლირებული) კვირეულების და ჩვენებების გამართვა;

 

  • ორგანიზება გაუწიოს არაერთ შემოქმედებით და შემეცნებით კონკურსსა თუ ოლიმპიადას.