ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია 1918 წლიდან იწყება და პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდება.
დღევანდელი სახით ფაკულტეტი 2005 წელს შეიქმნა ყოფილი ფილოსოფიის, ფილოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ისტორიის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტების ბაზაზე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პრიორიტეტია ჰუმანიტარულ დარგებში უახლეს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო საქმიანობა და ჰუმანიტარული ცოდნის გავრცელება საზოგადოებაში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 32 სამაგისტრო პროგრამას ფაკულტეტის 19 სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახორციელებს.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი:
1. ფილოსოფია;
4. ძველი ენები და ცივილიზაციები;
6. არქეოლოგია;
7. ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება;
13. ბერძნულ-რომაული ფილოლოგია;
15. სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი);
16. თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა;
17. თარგმანი და კულტურათშორისი ურთიერთობები;
18. კავკასიოლოგია (ქართულენოვანი);
19. კავკასიოლოგია (რუსულენოვანი);
22. არაბისტიკა;
23. ასირიოლოგია;
24. ირანისტიკა;
25. თურქოლოგია;
26. ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე;
27. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა;
30. კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია;
31. შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია;
32. სკანდინავისტიკა.
სამაგისტრო პროგრამების დეტალური აღწერილობა და სასპეციალიზაციო გამოცდის პროგრამა.