Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის - თავისუფლების იდეა ანტიკურ საბერძნეთსა და თანამედროვე საზოგადოებაში

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აცხადებს  ესეების კონკურსს, რომელიც ჩატარება პროექტის - „პიგმალიონის” ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ანალიტიკური ესე თემაზე: თავისუფლების იდეა ანტიკურ საბერძნეთსა და თანამედროვე საზოგადოებაში.

კონკურსანტების წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორებისგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ და  გამოვლინდება  კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა ტაბლეტი (Apple - iPad, 10,2, 32 GB)  და „საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთწლიანი ვაუჩერი. ამასთან, სამი საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში - „მნემოსინე”.

სტუდენტურ კონკურსის გამარჯვებულ პროექტს, „პიგმალიონს”, მიმდინარე სასწავლო წელს შეუერთდა ახალი პროექტი სახელწოდებით „აგორა”. როგორც ცნობილია, „აგორა” ძველ ათენში იყო პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სჯა-ბაასთა ადგილი მრავალ სხვა მოვლენასთან ერთად. თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით გვსურდა რა გამოგვენახა ურთიერთობის ახალი ფორმა, განვიზრახეთ ვირტუალურ სამყაროში შეგვექმნა სივრცე ინტელექტუალური სჯა-ბაასისთვის. ამ სივრცეს პირობითად ვუწოდეთ „აგორა”. ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოწვეულ სახელოვან სტუმრებთან ერთად ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით უკვე გაიმართა თემატური საუბრები ანტიკურ კულტურის რეცეფციების, ლიტერატურის, ფილოსოფიის, რელიგიის, არქეოლოგიის, სოციოლოგიისა და თუ სხვა საკითხებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდს, შეავსეთ ანკეტა და შესაბამის ველში ატვირთეთ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ PDF ფორმატით.

კონკურსანტებმა 2020 წლის 1 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ  ნაშრომები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: classics.tsu@gmail.com

კონკურსი „პიგმალიონი” წარმოადგენს თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულ პროექტს და ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე -  577 42 69 82;  mariami.kaladze@tsu.ge;