ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
მასწავლებელთა განათლება
პროგრამის ავტორები
იზაბელა პეტრიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
ზაქარია ქიტიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
მასწავლებლის განათლების მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მიზანი კონცეპტუალურადეფუძნება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას. სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საგნის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტი, რომელიც ფლობს სწავლების როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ ფორმებსა და ხერხებს, პედაგოგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სადღეისო მიღწევებს, პედაგოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს. კურსდამთავრებულს ექნება საგნის სწავლების მიზნისა და ამოცანების, შინაარსის და განხორციელების გზების საფუძვლიანი ცოდნა, ისეთი პროფესიული უნარები, როგორიცაა: ინიციატიურობა, შემოქმედებითობა, სასწავლო პროგრამისა და გეგმის განვითარების დამოუკიდებელი ხედვა, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივირება, საგნის სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენება, სასწავლო პროცესის შეფასება და სხვა. პროგრამის მოთხოვნები მასწავლებლის პროფესიისადმი, შესაბამისობაშიასაერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გაწერილ მოთხოვნებთან.
- შესაბამისიდარგისბაკალავრი;
- საერთოსამაგისტროგამოცდა - A ტიპის ტესტი;
- წერითიგამოცდაშესაბამის საგანში;
- ინგლისური და გერმანული ენის სპეციალობაზე შესაბამისი ენის B2
- დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის და მათემატიკის სპეციალობაზე ინგლისური/გერმანული/ფრანგული ენის B1 დონეზე ცოდნა;
- სამაგისტრო პროგრამის დამთავრებამდე სტუდენტმა ენის ცოდნა უნდა გააუმჯობესოს B 2 დონემდე.
- საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;
- გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი;
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა - როგორც პედაგოგიური, ისე ადმინისტრაციული მიმართულებით პედაგოგთა გადამზადების ცენტრები.