Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს! ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების დოკუმენტების წარმოდგენის ვადები:

2021 წლის 09 ივნისიდან 14 ივნისის 18 საათამდე.

 

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება:  2021 წლის 15 ივნისი

აპელაციის ვადები: 2021 წლის 16 ივნისი

 

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია იგზავნება  ელ. ფოსტაზე: tsu.psychology@tsu.ge

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
  • საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან) - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი) (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2020 წლის 7 აგვისტოდან 2021 წლის 7 მარტის ჩათვლით) პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით  ჩანდეს კონფერენციის ჩატარებისა/პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი  (დასკანირებული ან ფოტოსურათი, „სქრინები“ არ მიიღება).

პუბლიკაციებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მასალებში მიღებული ქულებით შევსებულ განაცხადის ფორმას და 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო ბარათიდან ამონაწერს მიიღებთ დასტურის წერილთან ერთად ელ.ფოსტით.  

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუ-ს ელ. ფოსტიდან დაელოდეთ დასტურის წერილს.

რექტორის ბრძანება

შეფასების კრიტერიუმები