Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა: 9 – 10 სექტემბერი, (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11; ოთახი N109; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, 9-18 სთ.)

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

•     განცხადება;

•     პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

•     ფოტოსურათი ¾ ორი ერთეული (ელექტრონული ვერსია СD-ზე);

•     ბაკალავრის/მაგისტრის და / ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

•     სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•     ცნობა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისთვის);

•     ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.


თსუ-ში მისაღები გამოცდის ვადები:


•     გამოცდა -11 სექტემბერი, 14 სთ (თსუ, საგამოცდო ცენტრი, მის.: უნივერსიტეტის ქ.11);

•     გამოცდის შედეგების გამოცხადება -14 სექტემბერი (იხილეთ, თსუ ვებგვერდზე);

•     გამოცდის შედეგების გასაჩივრება -15 სექტემბერი; (თსუ კანცელარია, პირველი კორპუსი, ოთახი N114);

•     საბოლოო შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი (იხილეთ, თსუ ვებგვერდზე);

•     ხელშეკრულების გაფორმება - 17-18 სექტემბერი 9-18 სთ (თსუ, მესამე კორპუსი 110-ე ოთახი);


საკონტაქტო პირი:  ქეთევან ბაქანიძე (+995 32) 225 08 84  შიდა - 3222; 3043