Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი

შტუტგარტის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნდ ცინმა და მისმა კოლეგებმა - კატარინა კუნცი, ტობიას ბარი და მირა ლეტცელი თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ვორქშოპები და შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა კოლეგებმა განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებების წარმომადგენლებს სწავლების ციფრული მეთოდები გააცნეს და დიჯიტალიზაციისა და ტექნოლოგიების გამოყენების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.  შეხვედრებზე საუბარი შეეხო შემდეგ თემებს: 360°-იანი პროფესიული ხედვა და ვიდეოები ვირტუალურ რეალობაში“, „ციფრული თამაშები განათლებაში InCoLearn გამოყენებით“, „AI-ინსტრუმენტები განათლებაში: უპირატესობები და ნაკლოვანებები“.

ვორქშოპების პარალელურად, თსუ-ს და შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორებს შორის გაიმართება შეხვედრები, სადაც დაიგეგმება სამომავლო ერთობლივი კვლევები და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.

ღონისძიება ერაზმუს + ინსტიტუციათა შორის შეთანხმების გრანტის ფარგლებში შედგა.